x
image
თორ ნიკე
რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?
რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?


სინათლის სიჩქარე არის 299 792 458 მეტრი წამში, ანუ 299 792 კილომეტრი წამში. ეს იმდენად დიდი სიჩქარეა, რომ ამ სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში დედამიწიდან მთვარემდე მივაღწევთ 1 წამში. თუმცა, იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად დიდია ჩვენი მზის სისტემა, დავწეროთ, რამდენი ხანი სჭირდება დედამიწიდან ჩვენი მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტამდე თუ ობიექტამდე მიღწევას, თუ ვიმოძრავებთ სინათლის სიჩქარით:


დედამიწიდან ვენერამდე - 2.3 წუთი.

დედამიწიდან მარსამდე - 4.35 წუთი.


დედამიწიდან მერკურიმდე - 5.1 წუთი.

დედამიწიდან მზემდე - 8.32 წუთი.

დედამიწიდან იუპიტერამდე - 34.95 წუთი.

დედამიწიდან სატურნამდე - 70.9 წუთი.

დედამიწიდან ურანამდე - 151.4 წუთი.

დედამიწიდან ნეპტუნამდე - 241.9 წუთი.

დედამიწიდან პლუტონამდე - 4.6 საათი.

დედამიწიდან შიდა კუიპერის სარტყელამდე - 4.02 საათი.

დედამიწიდან გარე კუიპერის სარტყელამდე - 6.79 საათი.


ამის შემდეგ მზის სისტემიდან გავდივართ. მზის სისტემის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მისვლას დასჭირდება 22 საათი (სინათლის სიჩქარით). მაგრამ მზის სისტემა არის მხოლოდ წერტილი ჩვენს გალაქტიკაში, რომელშიც ჩვენნაირი სისტემები კიდევ 200 მილიარდამდეა (უფრო ზუსტად 100 მილიარდიდან 400 მილიარდამდე).


მზის სისტემიდან ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მიღწევას სინათლის სიჩქარით მოძრაობისას სჭირდება - 25, 000 წელი.

ჩვენი გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მისვლას - 100, 000 წელი.

ჩვენი გალაქტიკიდან უახლოეს გალაქტიკამდე - 25, 000 წელი.

ჩვენი ლოკალური გალაქტიკათა ჯგუფის (ჩვენი უახლოესი მეზობელი გალაქტიკების ნაკრების) სივრცის დიამეტრი არის 10 მილიონი სინათლის წელი.

ე.წ. "ქალწულის სუპერკლასტერის" დიამეტრი არის 110 მილიონი სინათლის წელი და მასში შედის ჩვენი უახლოესი მეზობელი 100 გალაქტიკა.

ხოლო ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი არის 93 მილიარდი სინათლის წელი, რაც მოიცავს 100 მილიარდიდან 2 ტრილიონამდე გალაქტიკას.


თუმცა ჩვენი დაკვირვებადი სამყარო არის მხოლოდ წერტილი მთელი ჩვენი სამყაროსი, რომელიც, პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსასრულოდ დიდია.


მაგრამ ჩვენი სამყაროც მხოლოდ 1 წვეთია მულტისამყაროს რეალობათა უსასრულო ოკეანეში. ამ უსასრულო რაოდენობის სამყაროთა სიმრავლის მიღმა კი არსებობს ფუნდამენტური, პირველადი რეალობა, რომელიც იყო მულტისამყაროს პირველ სამყაროთა წარმოშობამდე და იქნება მუდამ.


ფუნდამენტურ რეალობაში სუფევს კურთხეული ლოგოსი (სიტყვა), რომელზეც იოანე წერს თავის სახარებაში:

"თავდაპირველად იყო ლოგოსი, და ლოგოსი იყო ღმერთთან და ლოგოსი იყო ღმერთი. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."


დედამიწამზის სისტემამზის სისტემის სამეზობლოჩვენი გალაქტიკა - ირმის ნახტომი ლოკალურ გალაქტიკათა ჯგუფიქალწულის სუპერკლასტერილოკალური სუპერკლასტერებიდაკვირვებადი სამყარო - 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის


სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
127
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
127
  
15 მარტი, 21:31
დღეს ჩვენს დაკვირვებად სამყაროში 2 ტრილიონამდე გალაქტიკაა. თუ სამყარო ამ ტემპით გააგრძელებს გაფართოებას, რამდენი გალაქტიკა იქნება ჩვენს სამყაროში 1 მილიარდი წლის შემდეგ? გავა თუ არა გალაქტიკების უმეტესობა ჩვენი დაკვირვებადი ჰორიზონტის მიღმა?

დაკვირვებად სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკის შეფასება ეფუძნება მიმდინარე დაკვირვებებსა და მონაცემებს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გალაქტიკების წარმოქმნისა და ევოლუციის ტემპი, ისევე როგორც სამყაროს გაფართოება, რთული პროცესებია, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ფაქტორს და განუსაზღვრელობას.
1 მილიარდი წლის შემდეგ სამყაროში გალაქტიკების ზუსტი რაოდენობის პროგნოზირება რთულია ამ განუსაზღვრელობის გამო. მიუხედავად ამისა, ზოგადად მოსალოდნელია, რომ წარმოქმნის პროცესი გაგრძელდება და დროთა განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება დაკვირვებად ჰორიზონტს, რადგან სამყარო ფართოვდება, გალაქტიკებს შორის სივრცეც ფართოვდება. ამ გაფართოებამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი გალაქტიკის გადაადგილება ჩვენი დაკვირვებადი ჰორიზონტის მიღმა. თუმცა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გალაქტიკები წყვეტენ არსებობას; უბრალოდ ისინი ჩვენთვის შეუმჩნეველნი ხდებიან ჩვენსა და მათ შორის მზარდი მანძილის გამო.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ზუსტი რიცხვების ან შედეგების განსაზღვრა, სავარაუდოა, რომ გალაქტიკების რიცხვი გაიზდება და ზოგიერთი გალაქტიკა შეიძლება გავიდეს ჩვენი დაკვირვებადი ჰორიზონტის მიღმა, რადგან სამყარო ფართოვდება.
4 მარტი, 20:58
The speed of light is 299,792,458 meters per second or 299,792 kilometers per second. This is such a high speed that if we travel at this speed, we will reach from the Earth to the Moon in 1 second. However, to give an idea of how big our solar system is, let's write down how long it takes to get from Earth to the various planets or objects in our system if we travel at the speed of light:

From Earth to Venus - 2.3 minutes.
From Earth to Mars - 4.35 minutes.
From Earth to Mercury - 5.1 minutes.
From the Earth to the Sun - 8.32 minutes.
From Earth to Jupiter - 34.95 minutes.
From Earth to Saturn - 70.9 minutes.
From Earth to Uranus - 151.4 minutes.
From Earth to Neptune - 241.9 minutes.
From Earth to Pluto - 4.6 hours.
From Earth to the inner Kuiper belt - 4.02 hours.
From Earth to the outer Kuiper belt - 6.79 hours.

• After that we leave the solar system. It takes 22 hours (at the speed of light) to travel from one end of the solar system to the other. But the solar system is only a point in our galaxy, in which there are up to 200 billion (more precisely, 100 billion to 400 billion) systems like ours.
• It takes 25,000 years to travel from the solar system to the center of our galaxy at the speed of light.
• To get from one end of our galaxy to the other - 100,000 years.
• From our galaxy to the nearest galaxy - 25,000 years.
4 მარტი, 20:58
• The diameter of the space of our local group of galaxies (the set of our nearest neighboring galaxies) is 10 million light years.
• the so-called The "Virgo Supercluster" is 110 million light-years in diameter and includes 100 of our nearest neighboring galaxies.
• And the diameter of our observable universe is 93 billion light years, which includes 100 billion to 2 trillion galaxies.
• However, our observable universe is only a point in our entire universe, which we can practically say is infinitely large.
• But our world is only 1 drop in the infinite ocean of multiverse realities. Beyond this multitude of infinite number of worlds there is a fundamental, primary reality that existed before the origin of the first worlds of the multiverse and will always exist.

• In the fundamental reality reigns the blessed Logos (Word), about which John writes in his Gospel:
"In the beginning was the Logos, and the Logos was with God, and the Logos was God. He was from the beginning with God. All things were made by him, and without him was not anything made that was made. In him was life, and the life was the light of men. The light shines in the darkness, and the darkness cannot Embrace it."
0 1 3