x
image
Yoona
Mediator image
მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გვავიწყდება, რისთვის შევედით ოთახში
დგახარ ოთახის შუაგულში და ცდილობ გაიხსენო, ზუსტად რისთვის შედი. შემდეგ, უკან დაბრუნებისას, გახსენდება, რომ ჩაიდანი უნდა დაგედგა ან ფანჯრის რაფაზე ყვავილი მოგერწყა. ალბათ, ეს უცნაური ფენომენი თქვენთვის ნაცნობია. ბევრ ადამიანს აშინებს ეს გულმავიწყობა, რომელიც, ძირითადად, ზრდასრულებში ვლინდება. ხშირად სიბერესთან და დემენციასთან ასოცირდება. მეცნიერებმა ამ ფენომენის მიზეზი იპოვეს და დეტალურად ახსნეს, რატომ ხდება ასე.



image



ახლა ვიცით, რომ ამ მოვლენას სიბერესთან არაფერი აქვს საერთო და კარგი ამბავი შორეული ავსტრალიიდან მოვიდა. ბონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ფენომენს უწოდეს „ზღურბლის სინდრომი“, რადგან ფიქრი ქრება სხვა ოთახში გადასვლისას. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანის ცნობიერების სრულიად ნორმალური უნივერსალური თვისებაა, რომელიც პლანეტაზე ყველგან გვხვდება და არ არის დაკავშირებული ასაკთან, სქესთან ან პროფესიასთან.



image




მეცნიერებმა გამოიკვლიეს „ზღურბლის სინდრომის“ ბუნება და ძალიან გაოცდნენ. ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მოხალისეებს აჩვენეს 3D ფორმების თანმიმდევრობა, შემდეგ სთხოვეს გაევლოთ ოთახების ვირტუალური გალერეა, რომელიც სავსე იყო სხვადასხვა საგნებით და სურათებით.



3D ტურის დროს მონაწილეებს პერიოდულად სთხოვდნენ დასაწყისში ნაჩვენები ფიგურების თანმიმდევრობის გახსენება. გასაკვირია, რომ ამ შემთხვევაში ტვინი გამართულად მუშაობს და რიგ საგნებს უშეცდომოდ ასახელებს. შეიძლება დავასკვნათ, რომ ამნეზია უფრო საყოფაცხოვრებო ხასიათია და ხელოვნურად მისი გამოწვევა შეუძლებელია.



image



ბონდის უნივერსიტეტის პროფესორები არ დანებდნენ. ამოცანა გაართულეს. მოხალისეებს სთხოვეს, რომ ვირტუალური მოგზაურობისას გონებაში მათემატიკური და ლოგიკური ამოცანები ამოეხსნათ. და იმოქმედა! ექსპერიმენტის ყოველ მეორე მონაწილეს დაავიწყდა ფიგურების თანმიმდევრობა. ამრიგად დადგინდა, რომ „ზღურბლის სინდრომი“ ჩნდება იმ მომენტში, როცა ტვინი გადატვირთულია ინფორმაციით და თან გარემო მკვეთრად იცვლება.



მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი იწყებს ახალი ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებას, ხოლო წინა ამოცანებს უბრალოდ შლის. აქაც არის ნიუანსები. თუ ვმოძრაობთ მეტ–ნაკლებად ერთფეროვან ინტერიერში ან ერთი ტიპის ადგილზე, მაგალითად, ავტომაგისტრალზე ან დიდ მაღაზიაში, ასეთი გადატვირთვა არ ხდება. რაღაც ახალი, მაგალითად, მარკეტიდან ავტოსადგომზე ან ტყიდან ველზე გასვლა, უკვე შეიძლება ამნეზია გამოიწვიოს.



image



ავსტრალიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი ცნობიერების „ბაგი“ (გაუმართაობა) ნორმალური მოვლენაა და თუ ეს ხანდახან ხდება, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სულ სხვა საქმეა, თუ „ზღურბლის სინდრომი“ ხდება ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე. ეს უკვე შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადების ნიშანი, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ეშმაკის კარუსელი – აუხსნელი ფენომენი, რომელიც ოკეანეში ხდება

2. ბრიტანელი ტელეწამყვანი მთელი თვე ფასტფუდს ჭამდა და მოულოდნელი შედეგი მიიღო

3. ქალების ისტერიკას მეცნიერული გამართლება უპოვეს: ისინი უბრალოდ ცდილობენ, არ მოკვდნენ

4. უცნაური ისტორიული მოვლენა: როგორ მოიკლეს თავი ცეკვით სტრასბურგის მკვიდრებმა

5. და-ძმებთან ჩხუბი უფრო წარმატებულს გვხდის ცხოვრებაში – კვლევა


0
70
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
70