x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სირცხვილი სულ დაკარგეს!":ვარსკვლავები, რომლებმაც იმაზე მეტი აჩვენეს, ვიდრე საჭირო იყო

image


ვარსკვლავები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხერხულ სიტუაციებში ვარდებიან. შინაგანი სურვილი ყოველთვის და ყველგან იდეალურად გამოიყურებოდე მარტივი საქმე არ არის. დღეს, სწორედ იმ უხერხულ სიტუაციებს წარმოგიდგენთ, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი ქალბატონები აღმოჩნდნენ.




ჯენიფერ ლოპესი


image


პუერტორიკოელი ლამაზმანი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის თავდასხმის ობიექტი გახდა, თუმცა სელებრითი მადლობა ღმერთს საცვლების გარეშე არ იყო. აი, სწორედ ეს გახლავთ "მფრინავი კაბების" ფარული ბოროტება, ვინაიდან კაცმა არ იცის როდის აღმოჩნდები გარშემომყოფების წინაშე დედიშობილა.




ჰოლზი


image


თამამი ჩაცმულობის მოყვარული ჰოლზი ღონისძიებაზე თავისი "შიშველი" კაბის წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიზაინერებმა კაბის ჭრილის სიღრმეს აშკარად გადააჭარბეს, ვინაიდან კაბის ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ სიარულისას საზოგადოებამ მისი საცვლის ფერიც კი იხილა.





პერის ჰილტონი


image


დროდადრო, როგორც ჩანს, პერისს ავიწყდება, რომ ტანგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. ვარსკვლავის ერთგული თაყვანისმცემლების თქმით, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებაში გამოჩენილ პერისს მხოლოდ იმან უშველა, რომ მას საერთოდ საცვალი ეცვა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა სელებრითი იმაზე უფრო დელიკატურ სიტუაციაში "გამოიჭრეს", ვიდრე ჩაფიქრებული იყო.





ჯერი ჰოლიუელი


image


პრესტიჟულ "BAFTA"-ს დაჯილდოების საღამოზე ჯგუფ "Spice Girls"-ის ყოფილი სოლისტი საზოგადოების წინაშე თვალისმომჭრელი, წითელი, მრავალფენიანი კაბით წარსდგა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ თავნება ქარი მომღერლის იმიჯს მოულოდნელად "პიკანტურ" აქცენტს შესძენდა.





ქლოი გრეის მორეცი



image


ქლოი გრეის მორეცი სამოსის არჩევისას ცნობილია თავისი თამამი მიდგომით ტანსაცმლის ზომის მიმართ. ერთ მშვენიერ დღესაც, მსახიობს ჩვევამ მწარედ უღალატა. შუა ავტოგრაფ - სესიის დროს ქლოის ტანზე მჭიდროდ მომდგარმა ბლუზამ მის ზედმეტ კილოგრამებს ვერ გაუძლო და ზედატანი მსახიობს მკლავთან გაერღვა, ეს უხერხული მომენტი ფოტოგრაფებს ყურადღების მიღმა რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ.







0
525
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
525