საზოგადოება ლილოში გოგონა ნათლიის შვილმა მოკლა, რომელიც სვანეთში მიმალვას ცდილობდა 29 თებერვალი, 16:21
.
სამგორის რაიონში, ე.წ. ლილოს დასახლებაში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა “განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, დანაშაულის ცადენის შემდეგ ცინდელიანი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში მიმალვას ცდილობდა.
.
მეზობლები ამბობენ, რომ დამნაშავე ესპანეთში ცხოვრობდა და დედამისმა ცუდი ყოფაქცევის გამო გამოაგდო. ერთერთი ვერსიით, გარდაცვლილი გოგონაც ესპანეთში მკვლელთან ერთად იმყოფებოდა. . დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს” | - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. . 67 შეფასება არ არის
|