x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
62 წლის ქალის მტკიცებით, ახალგაზრული შესახედაობა და ენერგია ყოველდღიური ორგაზმის შედეგია
image

62 წლის ქალმა დიდი ბრიტანეთიდან თავისი აქტიურობა და ახალგაზრდული გარეგნობა ყოველდღიური ორგაზმით ახსნა.ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.


ლონდონელი სიუზან ნობლი ამბობს, რომ 17 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვს სექსი. 28 წლის ასაკში გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, რის შემდეგაც მისი ლიბიდო საგრძნობლად შემცირდა.


ქალმა აღიარა, რომ იმ დროს თავს „ბავშვის მწარმოებელ მანქანად“ გრძნობდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა ნობლის ვაჟები გაიზარდნენ და ის კი ქმარს დაშორდა.



ქალის მტკიცებით, რომელიც იმ დროს დაახლოებით 40 წლის იყო, სწორედ ამ პერიოდში მისი " სექსუალურმა ცხოვრებამ ახალი ფერებში გაიბრწყინა."


ნობლმა სცადა ბდსმ პრაქტიკა (BDSM- ადამიანის სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული პრაქტიკების ნაირსახეობებია. მთავარი ქვეჯგუფები გამოიხატება აბრევიატურით „ბდსმ“, რომელშიც შედის:დაბმა და დისციპლინა, დომინაცია და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი ) ტანტრული სექსი და ასევე ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დიდი რაოდენობით პარტნიორებთამ. „რეგულარულად დავდიოდი კერძო კლუბში და ტუალეტში უცნობ ადამიანებთან მქონდა სექსი.

image

საბოლოოდ კლუბის მესვეურებმა მითხრეს, რომ უფრო თავშეკავებული უნდა გავმხდარიყავი, თორემ გამომაგდებდნენ“, - თქვა მან.




ქალმა აღნიშნა, რომ მისი სექსუალური ლტოლვა მხოლოდ მენოპაუზის დროს გაქრა. ახლა სექსი ყოველდღე აქვს და ორგაზმის გარეშე მისთვის დღე ვერ დაიწყება. ნობლი ამბობს, რომ ორგაზმის დროს სხეული გამოყოფს გარკვეულ ჰორმონებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტკივილის შემსუბუქებას, აუმჯობესებს გულის სიჯანსაღეს, ხსნის სტრესს და აძლიერებს იმუნიტეტს.


”მე ვარ 62 წლის, მაგრამ ბევრად ახალგაზრდულად ვგრძნობ თავს და გამოვიყურები”, - თქვა ბრიტანელმა.


ნობლი ამჟამად ურთიერთობა აქვს 57 წლის მშენებელთან. როცა პარტნიორთან სექსის შესაძლებლობა არ აქვს, თავს სექს სათამაშოებით იკმაყოფილებს.

image

სოციალურ ქსელებში ის აზიარებს თავის გამოცდილებას სექს-სათამაშოების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა მწარმოებლებისგან იღებს.


"მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ 90 წლის ასაკშიც ყოველდღე მექნება ორგაზმი", - ამბობს ნობლი.

0
720
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0