საზოგადოება 14 წლის მოზარდმა ბორდელში დედის ძვირფასეულობით გადაიხადა. 2012, 12 ოქტომბერი, 22:12 როგორც გერმანიის პოლიცია იუწყება, 14 წლის სკოლის მოსწავლემ დედას ოქროს სამკაულები მოპარა, ჩააბარა ლომბარდში, რაშიც მას 300 ევრო გადაუხადეს.აღებული ფულით კი მეგობართან ერთად ქალაქ კალსრუეს ბორდელს ეწვია.მოზარდმა დანაშაული აღიარა.როგორც გამომძიებელმა რალფ მინეტმა განაცხადა "ვერ ვხვდები რა პრინციპებით ხელმძღვანელობს დედამისი, ალბათ მას უნდა რომ მწარე გაკვეთილი ჩაუტაროს შვილს, ან უბრალოდ იგი უკვე ვეღარ აკონტროლებს მოზარდს".საქმე იმაშია, რომ დედამ საკუთარ შვილს უჩივლა და მოითხოვს ძვირფასეულობის უკან დაბრუნებას.პოლიციამ დამატებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა როგორც ბორდელის, ასევე ლომბარდის მიმართ. ლომბარდმა უკან დააბრუნა 3 000 ევროდ ღირებული ძვირფასეულობა, თუმცა მოზარდის დედა 300 ევროს დაბრუნებასაც ითხოვს. 124 3-ს მოსწონს
|