რელიგია "ესაა სექტა, ნახირად ქცეული ბრბო, რომელმაც დაჰკარგა აზროვნების და ლოგიკის ყველა უნარი!"-ილია ჭიღლაძე მრევლს აკრიტიკებს 25 თებერვალი, 13:01 თეოლოგი და იურისტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ქართველ მრევლს აკრიტიკებს და წერს, რომ "რუსმა ილიამ" და მისმა "ანაფორიანმა მაჯლაჯუნებმა " 21-ე საუკუნეში მოახერხეს და მრევლი ზომბირებულ, უვიც მასად გადააქციეს. "და მაინც რანაირად ახერხებს ეს უკიდურესად გახრწნილ ფსევდო-საეკლესიო სისტემა მრევლის გაბითურებას და დაბოლებას?! მრავლის სირაქლემად ქცევას?!
ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში მრევლი იყო გარანტი ეკლესიაში მორალის, კანონიკის და დოგმატების დაცვის! მრევლი იყო ეკლესიის სინდისი და ნამუსი! მრავლი ირჩევდა ხუცესებს (ანუ მღვდლებს) და ეპისკოპოსებს, მრევლივე ასამართლებდა მათ დანაშაულთა და დარღვევათა შემთხვევაში!
დღეს რა ხდება 21-ე საუკუნეში?! მრევლი ესაა ქრისტიანობის, მისი კანონიკის და დოგმატიკის უცოდინარი ზომბირებული მასა, რომლესაც ჰყავს ცოცხალ ღმერთად რუსი ილია შიოლაშვილი და მისი ანაფორიანი მაჯლაჯუნები, და მზადაა მათ დასაცავად ყველაფერი უკადრებელი იკადროს, თვალიც დაიბრმავოს, ყურიც დაიხშოს, ტვინიც გაიყინოს! ესაა ნამდვილი სექტა, ნახირად ქცეული ბრბო, რომელმაც დაჰკარგა აზროვნების და ლოგიკის ყველა უნარი! რომლისთვისაც არც დიდი სჯულისკანონი, არც ბიბლია, არც საეკლესიო სამართალი, არც დოგმატიკა არ არსებობს და სრულიად უცნობი ხილია! მთავარია გაკერპებული წვეროსანი ქურუმები რას ეტყვიან და ეს ზომბები ავტომატურად იმას აკეთებენ."-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
იქვე ამის დასტურად სქრინს აქვეყნებს და ასეთ მინაწერს უკეთებს:
"აი ნიმუში როგორ ათაყვანებენ, აშინებენ და აზომბირებენ საცოდავ, უვიც მრევლს"
206 3-ს მოსწონს
|