სხვა რატომ არ უყვართ კატებს საკვების გვერდით მდებარე ჭურჭლიდან წყლის სმა და სხვა საინტერესო ფაქტები კატების შესახებ 24 თებერვალი, 9:17 კატები, ბევრ ქვეყანაში, დიდი პოპულარობით სარგებლობენ და იდეალურ შინაურ ცხოველებად ითვლებიან. ისინი ადვილად მოსავლელ, მოსიყვარულე და როცა უნდათ, წარმოუდგენლად გონიერი არსებები არიან. ამიტომ, კატებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრეს. მაგრამ, ამ საყვარელ ცხოველს საკუთარი საიდუმლოებებიც აქვს და ზოგიერთ მათგანს, აქ წარმოგიდგენთ: შინაური კატები ცდილობენ, არ დალიონ წყლის თასიდან, რომელიც საკვებთან ახლოს არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ველურ ბუნებაში, მათი ნადავლის მახლობლად წყალი, შეიძლება, დაბინძურებული იყოს. კატები თავს იმ ადამიანებს უსვამენ, რომლებსაც ენდობიან, ან რომელთანაც თავს დაცულად გრძნობენ. კატა, სახელად ემი, ირლანდიის გემზე – «Empress»–ის (იმპერატორი ქალი) ბორტზე ცხოვრობდა და მოგზაურობა არასდროს გამოუტოვებია. თუმცა, 1914 წლის 28 მაისს, მან გემზე ასვლა არ მოისურვა და ის, მორიგ მოგზაურობაში, მის გარეშე წავიდა... მეორე დღეს გემი ჩაიძირა. როცა კატებს ადამიანებთან მკვდარი ცხოველები მოჰყავთ, ისინი ამით, მათ «ნადირობას ასწავლიან». სწორედ ასე იქცევიან ისინი, უფრო ახალგაზრდა კატებთან მიმართებაშიც. კატებს პატივს ისლამში, სისუფთავის გამო სცემენ. ხოლო, «კატების სიყვარული, რწმენის ასპექტად ითვლება». ძალიან ეფექტური თირკმელების წყალობით, წყურვილის შემთხვევაში, კატას მარილიანი წყლის დალევაც შეუძლია. კატას თავის ტვინის ქერქში, საშუალოდ, 300 მლნ. ნეირონია. შედარებისთვის, – ძაღლებს მხოლოდ 160 მლნ. აქვთ. კატების უმეტესობას, ლაქტოზას აქვს აუტანლობა. ასე, რომ, მათთვის რძე – ტაბუდადებულია. კატებს არ შეუძლიათ ტკბილეულის გემოს აღქმა. კატებმა, შესაძლოა, თავიანთი ვოკალური ინტონაცია, ადამიანებთან კომუნიკაციისთვის განავითარეს. ცნობილია, რომ მათ, დაახლოებით, 100 ბგერის გამოთქმა შეუძლიათ. ძაღლებს კი, მხოლოდ 10 ბგერის. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ რაც უფრო მეტს ესაუბრებით კატას, მით უფრო მეტს გელაპარაკებათ ის. კატებს მაგნიტირებული ტვინის უჯრედები აქვთ, რომლებიც კომპასის მსგავსად მოქმედებენ. ამიტომ პოულობენ ისინი სახლის გზას მარტივად. ცრურწმენის თანახმად, აშშ-ში შავი კატა – უბედურების მომტანად ითვლება. მაგრამ, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში, პირიქით – იღბლის მომტანად მიიჩნევენ. შინაური კატები ეფექტური მონადირეები არიან. მათ ანგარიშზე 33 სხვადასხვა სახეობის ცხოველის გადაშენებაა. აქედან გამომდინარე, ისინი, ასი ყველაზე ინვაზიურ (ზიანის მომტანი მტაცებელი) ცხოველთაგანად ითვლებიან. შინაური კატის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, ხოლო გარეული კატებისთვის – 3-დან – 5 წლამდე. კატას, ცხოვრების მანძილზე, თეორიულად, 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია. ხოლო, ერთი წყვილი კატის და მათი შთამომავლობის ნამატის რაოდენობა, 7 წელიწადში, 420 000 კნუტი არის.
სხვა სიახლეები:( 10 საინტერესო ფაქტი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელიც გაგაკვირვებთ* დედამიწაზე პირველი მოსახლეობა 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა (დედამიწის ქრონიკები – I ნაწილი)* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ117 2-ს მოსწონს
|