საზოგადოება "დღეს შვილი მომიკვდა..." - მაია ასათიანი 23 თებერვალი, 15:41 ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
მაია ასათიანი ინსტაგრამზე "სთორიში" გარდაცვლილი შვილის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს და ასეთ მინაწერს უკეთებს: "დღეს შვილი მომიკვდა". ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მის ქალიშვილს ამერიკელი ტელეწამყვანის და მსახიობის, ოპრა უინფრის ცვილის ფიგურასთან აქვს გადაღებული და წერს" იქ ხალხს უთხრა, დედაჩემიც ოპრააო"...
შეგახსენებთ, მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საზღვარგარეთ სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც. გოგონა პარიზში კლინიკა "ბიშაში" კომატოზურ მდგომარებაში გადაიყვანეს. საფრანგეთში მოღაწე ქართველი ექიმის, ქეთი ლობჟანიძის თქმით, ნუცას გადარჩენის შანსი ძალზე მცირე იყო, რადგან გოგონას ე.წ. ელვისებური მენინგიტი განუვითარდა. "გოგონა 5 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას ჰგავდა, მაგრამ უცებ შეუქცევადი პროცესები დაიწო. ეს იყო ელვისებური მენინგოკოკცემია. საათებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, მერე კი უკვე მიზერულია შანსები. 3 დღე გასტროენტერიტის კლინიკა ჰქონდა, მე-4 დღეს - ართრალგია (სასხრების ტკივილი) და მე-5 დღეს გონება დაკარგა. მენინგოკოკცემიის ნიშნები მანამდე არ ჩანდა, საათებში დამძიმდა..." -ამბობდა მაშინ ქეთი ლობჟანიძე. "ახლა გავარკვიე, რომ აქ, თინეიჯერებში, პანაცეად ქცეულა დიეტომანია, წყაროს ვერ დავასახელებ. პარიზულ სტრესში, ოჯახებიდან შორს მყოფი ბავშვები, რომლებსაც ისედაც ურთულესი სასწავლო პროგრამა აქვთ, ნახევრად შიმშილობენ. სტრესი, გონებრივი სამუშაო და დიეტა სრულიად საკმარისია ჯანმრთელობის შესარყევად - იმუნოდეფიციტიდან დაწყებული ფსიქიკურ აშლილობამდე. ყველას მოვუწოდებ, მიხედონ და დაითანხმონ შვილები, ვიტამინის კურსი მაინც ჩაიტარონ დეფიციტის შესავსებად", -აღნიშნა ექიმმა. 114 3-ს მოსწონს
|