x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
„ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, რომლებიც ვერა და ვერ დაამთავრეთ“ - მიხეილ ცაგარელი თებერვლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში დრაკონის წელიწადში პირველი სავსემთვარეობის შესახებ წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, თუ როგორ გაატარონ ეს დღე იმისთვის, რომ წარმატებები და იღბალი დაიბედონ.


მისი თქმით, ასევე კარგი პერიოდია მათთვის, ვინც სწორი კვების და ვარჯიშის დაწყებას აპირებს, რადგან კლებად მთვარეზე ეს საუკეთესოდ გამოუვათ.


"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პირველი სავსემთვარეობაა დრაკონის წელიწადში… ამიტომ მოემზადეთ ახალი ცხოვრებისთვის… გაიტანეთ ზედმეტი ნივთები, ზედმეტი ტანსაცმელი, რადგან ჯერ ჯანმრთელობას წაიღებს და მერე სასიცოცხლო ენერგიების მარაგს, ამიტომ გ ა ი ტ ა ნ ე თ და თქვენს ცხოვრებაში შემოვა სასიკეთო ს ი ა ხ ლ ე…


გამოათავისუფლეთ სივრცე, საფუძვლიანად დაალაგეთ ნივთები, დაასუფთავეთ, გაწმინდეთ ენერგეტიკულად სანთელ-საკმევლით ყველა კუთხე-კუნჭული განსაკუთრებით რთულად მისადგომ კუთხეებში გააჩერეთ ცოტა დიდხანს (მალე დავბეჭდავთ ლემურიელთა მატრიცებს და მათი მეშვეობითაც გაწმენდთ ყველაფერს პროდუქტებსაც და გარემოსაც…)



ასევე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და იმ საქმეების 1-თვიანი გეგმა, რომლებიც ვერა და ვერ დაამთავრეთ, გაიწელა დროში… გართულდა, გაძნელდა… ასევწ ძალიან შედეგიანი იქნება ვარჯიშისა და სწორი კვების დაწყება კლებად მთვარეზე ანუ 24 თებერვლიდან…


გაუგზავნეთ ყველას სიყვარული, სათნოება, სიკეთე და ჯანმრთელობა... ყველას დაულოცეთ შ ვ ი ლ ე ბ ი და მ შ ო ბ ლ ე ბ ი, და თუკი ვინმე დაგიწყევლიათ ამ საჯარო სივრცეში, როგორც მარდად აკაკუნებენ კლავიატურაზე და მოსამართლის მანტიებში მარდად ექსპერტობენ მოინანიეთ ამით მხოლოდ საკუთარ თავს და შთამომავლებს ვნებთ 21-ე საუკუნეა და მაგდენი უნდა გესმოდეთ… ეს ვისაც ეკუთვნის თავად მიხვდებიან…


ისე დაჩქარდა დრო და უფრო დაჩქარდება, რომ მხოლოდ კარგ ადამიანად ყოფნა აღარ არის საკმარისი, უნდა მეტად გავიზარდოთ სულიერება და ცნობიერება გამოვიფხიზლოთ, ეს არ არის თამაში. ვერ ხედავთ მსოფლიოში მძვინვარებს ინფორმაციული ომი და გაუფრთხილდით და დაიცავით საკუთარი ფსიქიკა… დანარჩენს მიხვდებით…


ასევე უსურვეთ ყველას გაცნობიერებულობა და ჭეშმარიტი გზის შემეცნება… მეტი სიყვარული და გულისმიერი ქმედება ხალხო….


გ უ ლ ი თ და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ...


აი, ეს გახსოვდეთ მუდამ და ყველა სირთულეს გადავლახავთ მშვიდობიანად" - წერს მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში.

image
0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0