x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბიბლიური სასწაულები და მათი ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით

ბიბლიაში აღწერილი უცნაური და არაბუნებრივი მოვლენები, მორწმუნეებისთვის ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ყველა სასწაულს ახსნა აქვს, მათ შორის ისეთსაც, როგორიც წითელი ზღვის შუაზე გაყოფა, ზეციური მანანას გამოჩენა და მოლაპარაკე ბუჩქია.


წითელი ზღვის გაყოფაimage


მეცნიერებმა, წითელი ზღვის ფსკერზე, 500-ზე მეტი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, სამხედრო აღჭურვილობით. ეს შეიძლება, ებრაელთა გამოსვლის* ბიბლიური ისტორიის დადასტურება იყოს... ზღვა მართლაც «გაიყო», მაგრამ ამის მეცნიერული ახსნა არსებობს: მათემატიკურმა მოდელმა აჩვენა, რომ ამ «სასწაულის» სავარაუდო დროს, ზღვის იმ ნაწილში, წყალი არც ისე ღრმა იყო. ძლიერმა ქარმა კი, წყლის მასები, უბრალოდ, «გააბნია»... შედეგად, გამოჩნდა ქვიშიანი ცელა და მასზე ებრაელებმა გავლა შეძლეს. მაგრამ, ფარაონის მეომრებს ნაკლებად გაუმართლა ― ქარი უეცრად შეწყდა და წყალმა ჯარისკაცები დაახრჩო.


ქვიდან წყლის მოპოვების ტექნოლოგია
image


მოსეს ისრაელის ხალხი, აღქმულ ქვეყნისკენ, უდაბნოს გავლით მიჰყავდა. მათ წყალი გაუთავდათ და წყურვილით იტანჯებოდნენ. მოსემ ეს რომ დაინახა, ქვას დაარტყა და წყალი გამოჩნდა... ამ «სასწაულს» მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან: სინის მთასთან, სადაც ეს მოვლენები მოხდა, კირქვის კლდეებია ― ეს ფოროვანი ქანებია, რომელსაც დიდი რაოდენობით ტენის შთანთქმა შეუძლია. კლდის ზედა, მყარი ფენის დამტვრევით, მოსემ წყალი გამოათავისუფლა და ადამიანებს წყურვილი მოაკვლევინა.


ზეციური მანანაimage


ბიბლიური ლეგენდის თანახმად, მანანა, რომლითაც უდაბნოში ადამიანები იკვებებოდნენ, ზეციური იყო. ამ მოვლენის ახსნა კი, ასეთია ― ბუჩქოვანი მცენარე იალღუნი მოტკბო შესქელებული წვენს გამოყოფს, რომლის წვეთების დაკრისტალება, დილით ადრე ხდება და ამ კრისტალებით, მცენარის ტოტები იფარება. მაგრამ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, კრისტალები დნობას იწყებს და გემოს კარგავს. ასეთ «ზეციურ მანანას» ადგილობრივები საკვებად, დღესაც იყენებენ.


სოდომის და გომორის ტრაგედიაimage


ბიბლიის მიხედვით, ღმერთს არ მოეწონა, თუ როგორ იქცეოდა სოდომის და გომორის მოსახლეობა. ამიტომ, ისინი დასაჯა და ზეციდან მოვლენილმა ცეცხლმა ქალაქები ალში გაახვია. მეცნიერებმა ამ მოვლენის გასარკვევად, რიგი ფაქტი გაანალიზეს და ერთმანეთს დაუკავშირეს. არქეოლოგებმა ასევე, უძველესი ასტრონომის ლურსმული ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელშიც უზარმაზარი მეტეორიტი იყო აღწერილი, რომელიც დედამიწისკენ მიემართებოდა. სწორედ მას შეეძლო, რამდენიმე წუთში, ამ ქალაქების განადგურება.

სოდომის და გომორის განადგურების კიდევ ერთი ვერსია, მიწისძვრას უკავშირდება. უკვე XX ს. მეცნიერები, მკვდარი ზღვის მიდამოებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც სოდომი და გომორი იყო, აკვირდებოდნენ მიწისძვრებს, რომელსაც თან მიწისქვეშა აირების გამოყოფა დაერთო. ჟანგბადთან შერევისას, აირის აალება ხდებოდა და დიდი რაოდენობით შავი კვამლი წარმოიქმნებოდა. ხოლო, ჰაერში გოგირდის სუნი იდგა. შესაძლოა, სწორედ ასეთმა მიწისძვრამ, მაგრამ, უფრო მასშტაბიანმა, შეძლო ქალაქების განადგურება.


დაუწვავ ბუჩქი
image


ლეგენდა თანახმად, ღმერთი მოსეს ბუჩქის სახით ეცხადებოდა, რომელიც იწვოდა, მაგრამ არ იფერფლებოდა. სავარაუდოდ, ეს ბუჩქი კავკასიური იფნურა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ხშირად «დაუწვავ ბუჩქსაც» ეძახიან. მცენარე ლამაზად ყვავის, მაგრამ ძალიან შხამიანია. ცხელ ამინდში, მისმა ეთერზეთებმა, შეიძლება, კანის დამწვრობა და ალერგია გამოიწვიოს, ხოლო მაღალ ტემპერატურაზე, გარკვეულ პირობებში, არც მისი აალება არის გამორიცხული.


* ებრაელმა არქეოლოგმა და თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ზევ ჰერცოგმა (Ze’ev Herzog) განცხადებით: «მიღებული იქნა არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ებრაელების ძველ ეგვიპტეში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს». ეს ნამდვილად რომ, შოკისმომგვრელი განცხადება იყო, რადგან აქ საუბარი მხოლოდ იმაზე კია არ არის, რომ ბიბლიური სასწაულები არასდროს მომხდარა, არამედ გამოდის, რომ ებრაელი ხალხის ისტორიის დიდი ნაწილი — ფიქციაა... და მეცნიერი არ ცრუობს! სინამდვილეში, ებრაელების ეგვიპტეში ყოფნის, ან მათი უდაბნოში მოგზაურობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, ეს ფაქტი არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ ისინი იქ მართლაც ყოფილიყვნენ. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* რა მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რატომ ამოწყდნენ დინოზავრები? (ასტეროიდი დამნაშავე არ არის)

* 10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

* "ოქროს სისხლი" და სხვა საინტერესო ფაქტები განსხვავებული ადამიანის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0