x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
"ოქროს სისხლი" და სხვა საინტერესო ფაქტები განსხვავებული ადამიანის შესახებ

ჩვენ, ყველას, ბევრი რამ გვაქვს საერთო, მაგრამ პლანეტაზე არიან ადამიანები, რომლებიც საერთო ნაკადიდან გამოირჩევიან. მათ საკუთარი, ორგანიზმის უნიკალური მახასიათებლები გააჩნიათ, რომლებიც არც ისე ხშირად გვხვდება, ზოგიერთი შემთხვევა კი, საერთოდ, ერთადერთი და განსაკუთრებული შეიძლება იყოს. მაგ.:


1. პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს სისხლის განსაკუთრებული ჯგუფი — ნულოვანი რეზუს (Rh) ფაქტორით... და ამ სისხლს, «ოქროს სისხლს» ეძახიან.image


2. ტერფის სტრუქტურას, როცა მეორე თითი, ცერა თითზე გრძელია, მორტონის თითს უწოდებენ. ეს არც ისე იშვიატი მოვლენაა და 19–დან – 1 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ასეთივე ფეხის ტერფი თავისუფლების ქანდაკებასაც აქვს. image


3. ხელების კლიტისებურად ჩაკეცვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ზემოთ, მარჯვენა ცერა თითი ხვდება, იშვიათად — მარცხენა და მხოლოდ 1% შემთხვევაში, ცერა თითები ერთმანეთს არ კვეთს. ფსიქოლოგებისთვის ეს ფაქტი, დაკვირვების და შესწავლის საგანი გახდა და ამ ტესტის შედეგს, * შეგიძლიათ, სტატიის ბოლოს გაეცნოთ.image


4. ადამიანის ხელისგულებზე ბევრი ხაზია და ყველა განსაკუთრებულია! ქირომანტები ყველა მათგანს ინტერპრეტაციას აძლევენ. ამ ხაზებიდან ერთი ხაზი, რომელიც მთლიანად კვეთს ხელის გულს, ადამიანების მხოლოდ 1, 5% აქვს. მსგავსი ნაოჭი მაიმუნებშიც გვხვდება და ამიტომ, მას «მაიმუნის ხაზს» ეძახიან.image


5. ყველაზე იშვიათი თვალის ფერი — მწვანეა. ის ადამიანების მხოლოდ 2%-ში გვხვდება.image


6. ყველა ადამიანის თითის ანაბეჭდი უნიკალურია. მაგრამ, უმრავლესობას ორი ტიპის ანაბეჭდი გვაქვს: მარყუჟები და ხვეულები. არის კიდევ თაღები, რომელიც ადამიანების მხოლოდ 5% გვხვდება.image


7. მეცნიერთა გამოთვლებით, მსოფლიოში ყველა ადამიანს, დაახლოებით, 7 ორეული ჰყავს.image


8. 20 ჰერცზე ნაკლები სიხშირის ბგერების გაგების შემთხვევაში, ჩვენი კუნთების მოძრაობის ხმას გავიგებდით (ადამიანის სმენის აღქმის დიაპაზონის საზღვრები – 20-დან – 20000 ჰც-მდე მერყეობს).image


9. უმრავლესობა ფერების გარკვეულ ნაკრებს ხედავს. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ფერის 10–ჯერ მეტ ტონალობას განასხვავებენ. ასეთი მხედველობის უნარს ტეტრაქრომატია ეწოდება და ის ადამიანების 12%–ს ახასიათებს.image


10. ფერების მოსმენისა და მუსიკის დანახვის უნარს — სინესთეზია ეწოდება. ასეთი რამ, მეტად იშვიათი მოვლენაა და ის ადამიანების 1% ახასიათებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადება არ არის. უბრალოდ ტვინი, როდესაც მუსიკას აღიქვამს, ზემოდან, ფერსაც «ადებს» და პირიქით, როდესაც ფერს ხედავს, მელოდია ახსენდება. ეს ერთგვარი, «ასოციაციობანაა» და ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.image


11. ცალი წარბის აწევა, ადამიანების 24% შეუძლია. თუმცა, ვარჯიშის შემთხვევაში — ამის გაკეთებას, ნებისმიერი შეძლებს.image


12. რეინოს დაავადებით ადამიანების 4% იტანჯება. ის იმით გამოიხატება, რომ მაღალ ტემპერატურაზე, სხეულის გარკვეული ნაწილი თეთრდება. როგორც წესი, ეს ხელის ან ფეხის თითებია.image


13. ადამიანების მხოლოდ 1%-ს შეუძლია, ორივე ხელის თანაბრად ეფექტურად გამოყენება — მათ დომინანტური ხელი არ აქვთ. ასეთ ადამიანებს ამბიდექსტერებს უწოდებენ.image


14. ზოგიერთი ადამიანი, თავის მცირე მონაკვეთზე, თეთრი თმით იბადება, რაც თმის ფოლიკულებში მელანინის ნაკლებობით არის გამოწვეული. ამ ფენომენს პოლიოზი ეწოდება.image


15. ადამიანების უმრავლესობას (91, 6%) თხემზე თმა, საათის ისრის მიმართულებით ეზრდება და მხოლოდ 8, 4% ეზრდება — საწინააღმდეგო მიმართულებით. image


* ახლა კი, ტესტის შედეგი. თუ აქამდე ეს ფაქტი არ დაგიფიქსირებიათ, ახლა გააკეთეთ ეს და ნახავთ, რომ თქვენდა უნებურად, ცერა თითები გარკვეულ პოზიციას დაიკავებენ:


1. თუ მარცხენა ცერა თითი ზემოდან მოხვდა, იმას ნიშნავს, რომ ყურადღებიანი და დაკვირვებული ადამიანი ბრძანდებით. არასოდეს იღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა საკითხს ყურადღებით აანალიზებთ. გარდა ამისა — ხართ ერთგული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა, სხვებს პრაქტიკული რჩევები მისცეს.


2. თუ ცერა თითები ერთმანეთის გვერდიგვერდ მოხვდა, — ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ. თქვენ პერფექციონისტი ბრძანდებით და ყოველთვის ცდილობთ, მიზნებს ზუსტად დათქმულ ვადაში მიღწევას. ასეთი მიზანდასახულობა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან შეიძლება, დიდი შინაგანი შფოთვა და სტრესი გამოიწვიოს. ამიტომ, გამოიყენეთ თქვენი ლიდერობის უნარები და მოვალეობების ნაწილი, სხვებსაც გადაუნაწილეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება, ყველას არ მოეწონოს.


3. თუ ზემოდან მარჯვენა ცერა თითი მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გამჭრიახი ადამიანი ბრძანდებით. თქვენ შეგიძლიათ, სხვა ადამიანების ემოციები, მათი სიტყვიერი გამოხატვის გარეშე გაანალიზოთ. ეს უნარი, საშუალებას გაძლევთ, რომ ნდობა სხვებს ჩაუნერგოთ და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ დიდი გული, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ გულუხვი და მოუსმინოთ სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი თავს ცუდად გრძნობენ და თქვენი თანაგრძნობა სჭირდებათ.


image

სხვა სიახლეები:


* ყველაზე დიდი ცხოველები, დედამიწის ისტორიაში

* ჩონჩხის სანაპიროზე ოქროთი დატვირთული გემი აღმოაჩინეს

* ყველასთვის ცნობილი მსახიობების პირველი როლები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0