x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ციხის ფსიქოლოგს და ოთხი შვილის დედას ერთბაშად ორ პატიმართან ჰქონდა რომანი
image

ავსტრალიაში ციხის ფსიქოლოგმა ორ პატიმართან რომანის შემდეგ შეინარჩუნა სამსახური.




ავსტრალიაში ციხის ფსიქოლოგს, რომელსაც რომანი ჰქონდა ორ პატიმართან და ერთ-ერთთან სექსიც ჰქონდა, სამსახურში დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail -იუწყება.


ოთხი შვილის დედა სარა-ჯეინ ლოდინგტონი სკანდალის ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც გაირკვა, რომ იგი არასათანადო ურთიერთობაში იყო ორ პატიმართან ქალაქ ბრისბენის მახლობლად, პალენ კრიკის ციხეში,


image

ციხის ფსიქოლოგად მუშაობის პეროიოდში ქალი სეანსების დროს პატიმრებს ალენ მილოსსა და დევიდ გარდინერს „ეხუტებოდა და კოცნიდა“, ასევე უცენზურო მესიჯებს უგზავნიდა. უფრო მეტიც, ლოდინგტონს ამ უკანასკნელთან სექსი ჰქონდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც მამაკაცის ციხიდან გაათავისუფლეს.

image


2019 წლის ოქტომბერიდან მოყოლებული ლოდინგტონს ოთხი წლით აეკრძალა ფსიქოლოგად მუშაობა. მოგვიანებით მას ორწლიანი გამოსაცდელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ახლა კვინზლენდის სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პროფესიის აკრძალვის გახანგრძლივება ზედმეტი სისასტიკე იქნებოდა და ლოდინგტონს უფლება მისცა დაბრუნდეს სამუშაოს, როგორც ფსიქოლოგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მანამდე მან გაიარა სპეციალური წლინახევრიანი კურსები გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით.

image


ადრე ვწერდით, ციხის ორ თანამშრომელზე, რომლებსაც ერთი და იგივე პატიმარი შეუყვარდათ, რის გამოც ორივე ციხეში მოხვდა.(მიყევი ბმულს)


ასევე ამერიკელ ციხის ზედამხედველზე, რომელსაც 11 სხვა მსჯავრდებულის თვალწინ ჰქონდა სექსი პატიმართან(მიყევი ბმულს)


0
341
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0