x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელიც გაგაკვირვებთ

ალექსანდრე მაკედონელს ნამდვილად რომ დამსახურებულად უწოდეს — «დიდი»: 32 წლის ასაკში მან, თითქმის, ნახევარი მსოფლიო დაიპყრო და მას, როგორც ძველი მაკედონიის მეფეს, არც ერთი ბრძოლა არ წაუგია... ამის შესახებ ყველამ იცის. თუმცა, არსებობს ფაქტები, რომელიც, შესაძლოა, აღმოჩენა იყოს, თუნდაც, ისტორიით დაინტერესებული, არაერთი მკითხველისთვის.


image «ალექსანდრე და ფილოსოფოსი», ტილოს ფრაგმენტი, ავტორი უცნობია, XVIII ს.


1. მაკედონელი თავად არისტოტელეს მოსწავლე იყო და მომავალი მეფე, აქტიურად იყო დაინტერესებული მეცნიერებით: მედიცინიდან დაწყებული, რიტორიკით და ბერძნული ლიტერატურით დამთავრებული — მას ყველაფერი აინტერესებდა. ალექსანდრეს არ უყვარდა თანატოლებთან თამაში და დროის გატარება და სწავლისგან თავისუფალ დროს, ბუნებაში სეირნობას უთმობდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ლაშქრობებში დაიწყო სიარული, ის თავისი მასწავლებლისთვის, ნიადაგის ნიმუშებს და ადგილობრივი ფლორის ჰერბარიუმებს აგროვებდა, რომ არისტოტელეს, შემდგომში, ეს ყველაფერი შეესწავლა და აღეწერა.

2. ალექსანდრე მაკედონელი, ისტორიაში, როგორც «უწყვლადი მეფე» შევიდა, რადგან ყველა ბროლიდან, ცოცხალი გამოდიოდა. თუმცა, ყოველთვის, «საღი» არც რჩებოდა. ერთხელ ის ბარძაყში დაჭრეს, მეორედ — მტერმა, პირდაპირ თავზე, ჩაფხუტი გაუპო შუაზე. ერთხელ კი, მას დართი (ლითონის წვერიანი მცირე სატყორცნი) მხარში მოხვდა, შემდეგ, ისარი — წვივში, შუბი — ტერფში, ხოლო ქვა — კეფაში. ამ უკანასკნელი ინციდენტის შემდეგ, გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო დასჭირდა და მისმა მხედველობამ, სწრაფად დაიწყო გაუარესება!

3. ვინც მაკედონელს კარგად იცნობდა, არასოდეს უცდია მასთან ბრძანებითი ტონით საუბარი. ბუნებრივი სიჯიუტე, მას სხვისი ნების მიღების და მით უმეტეს, შესრულების უფლებას არ აძლევდა. მამა ფილიპიც კი, ვისგანაც მან მეფობის ტიტული მიიღო, ბრძანების ნაცვლად, შვილისთვის რჩევის მიცემას ამჯობინებდა... თუ ალექსანდრეს არგუმენტები გონივრულად მოეჩვენებოდა, მაშინ ადვილად იჭერდა მრჩევლის მხარე.

4. როდესაც ის 12 წლის (სხვა მონაცემებით, 15 წლის) იყო, მეფე ფილიპმა წარმოუდგენლად ლამაზი შავი ცხენი იყიდა. მაგრამ, მისი გახედნა ვერავინ შეძლო. ის იყო, მეფემ მისი უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე მიხვდა, — ცხენს უცხო გარემოში, საკუთარი ჩრდილი აშინებდა. ამის შემდეგ, ის მასთან მივიდა, პირით მზისკენ მიაბრუნა, დაამშვიდა და გახედნა.

მეფემ დაუმორჩილებელი ცხენი შვილს აჩუქა, ხოლო ალექსანდრემ მას ბუცეფალი (ბერძ. ხარისთავა) დაარქვა და მასთან ერთად, არაერთ ბრძოლაში გამოიჩინა თავი.

5. თუ მაკედონელს გზაში კატა შემოხვდებოდა — მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ფერის იყო, — პანიკა ეწყებოდა. ამაში კი, დამნაშავე აილუროფობია — კატების აკვიატებული შიში იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ, ალექსანდრემ ახალ ტერიტორიაზე ფეხი მანამდე არ დადგა, ვიდრე მცველებმა ყველა კატა არ დაიჭირეს.

6. გამოჩენილ სარდალს ბრძნული პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა — ის დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას არ იმონებდა. უფრო პირიქით! როგორც კი ახალ მიწებზე ფეხს დგამდა, მაშინვე ადგილობრივების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.

ასე, მაგალითად, მან სპარსეთის დაპყრობის შემდეგ, სპარსელი გოგონა შეირთო ცოლად. მას მისი არმიის 100 ოფიცერმა მიბაძა და ადგილობრივ გოგონებზე იქორწინეს.

7. ალექსანდრე მაკედონელს, დაახლოებით, 30 ათასიანი არმია ჰყავდა და მან ყველა მთავარსარდლის სახელი იცოდა. ამ ფაქტის შემდეგ, მისი ფენომენალური მეხსიერება, უკვე აღარავის გააკვირვებს... მაგ., ზეპირად იცოდა ჰომეროსის «ილიადა» და მის ციტირებას ხშირად ახდენდა.

მას ასევე, სამედიცინო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეეძლო და ხშირად ბალახებით და სპეციალური რეცეპტებით, სხვადასხვა სახის ნახარშებს ამზადებდა.

8. ბევრი ისტორიული წყარო შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაკედონელი «სხვადასხვა თვალა» იყო. ჰეტეროქრონია დღესაც იშვიათ პათოლოგიად ითვლება, მაშინ კი, მით უმეტეს, უცნაურობად აღიქმებოდა. საინტერესოა, რომ იმ დროს, ბევრ სჯეროდა, რომ სხვადასხვა ფერის თვალები, იმაზე მეტყველებდა, რომ მათი მფლობელი, რაღაცნაირად, ზებუნებრივ ძალებთან იყო კავშირში... და ეს ფაქტი, ალექსანდრე მაკედონელს ზოგიერთი რეგიონის დაპყრობაში დაეხმარა კიდეც.

9. მაკედონელს ძალიან უყვარდა გემრიელი სადილები. მაგრამ, პირველი თავის კერძებზე ყოველთვის უარს ამბობდა. მას წვნიანი არ უყვარდა. აი შემწვარ ხორცს კი, სიამოვნებით მიირთმევდა. მის არმიაში კი, ჯანსაღი კვების წესი მოქმედებდა – მეომრებს დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი უნდა მიეღოთ. ხოლო, შემწვარი ხორცი მათთვის, აკრძალული «ხილი» იყო.

10. ალექსანდრე მაკედონელისთვის არც სისასტიკე იყო უცხო — კორონაციის შემდეგ, მან ტახტისთვის ყველა კონკურენტის განადგურების ბრძანება გასცა. მეფობის წლებში, მაკედონელმა თავისი ქვეყნის ტერიტორია მნიშვნელოვნად გააფართოვა, შეიძინა მდიდარი ჰარემი და მემკვიდრეები. სამეფოში, თითქოს, სიმშვიდე სუფევდა და მათ გარდა, ტახტზე პრეტენზიას არავინ აცხადებდა. მაგრამ, მაკედონელი უდროოდ გარდაიცვალა. იმ მომენტისთვის, მისი კანონიერი ვაჟი ალექსანდრე IV ჯერ დაბადებული არ იყო და მეფის გარდაცვალების შემდეგ, იმპერიაში ქაოსი დაიწყო, რომელიც მისი დაშლით დასრულდა...


image

სხვა სიახლეები:


* ბიბლიური სასწაულები და მათი ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით

* რა მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რატომ ამოწყდნენ დინოზავრები? (ასტეროიდი დამნაშავე არ არის)

* 10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
598
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0