x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ
საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ


1936 წელს, 31 წლის ასაკში, კარლ დეიდ ანდერსონი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი მას შემდეგ, რაც მან ანტიმატერია აღმოაჩინა ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს. ანტიმატერია არის ჩვეულებრივი მატერიის საპირისპირო მახასიათებლების მქონე მატერია. ის არის მატერიის ტიპი, რომელიც შედგება ანტინაწილაკებისგან, რომლებსაც იგივე მასა აქვთ, რაც მათ შესაბამის ნაწილაკებს, მაგრამ საპირისპირო მუხტი. ის სამყაროში ჩვეულებრივ მატერიაზე ბევრად ნაკლებია, ძალიან მცირე რაოდენობითაა. ანტიმატერია ანტინაწილაკებისგან შედგება. ანტინაწილაკს ნაწილაკის საწინააღმდეგო მუხტი აქვს. ელექტრონის ანტინაწილაკს ეწოდება პოზიტრონი (იგივე ანტიელექტრონი). ანტიპროტონს უარყოფითი (პროტონის საპირისპირო) მუხტი აქვს. ანტინეიტრონი ანტიკვარკებისგან შედგება, ვინაიდან ნეიტრონებში კვარკები ანუ მატერიის ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკებია, ანტინეიტრონებში კი მისი საწინააღმდეგო ანტიკვარკები გვხვდება. საკუთარი თავის ანტინაწილაკი კი არის ფოტონი. ფოტონის ნებისმიერი ცვლილება, მუხტის თუ ფერის, ნეიტრალურია, ანუ მისი ანტიმახასიათებლები ფიზიკურად ვერ ყალიბდება. გრავიტაცია ანტინაწილაკებზეც მოქმედებს, ვინაიდან მათაც გააჩნიათ მასა, ეს ცერნის ექსპერიმენტმაც დაამტკიცა. თუ ნაწილაკი შეეჯახება ანტინაწილაკს, ეს ანიჰილაციით დასრულდება, ანუ ორივე მათგანი განადგურდება, რა პროცესშიც ენერგია გამოიყოფა. ანტიმატერიას აქვს წარმოუდგენლად მაღალი ენერგიის სიმკვრივე. ფუნტი ფუნტზე ანტიმატერიის რეაქციებს შეუძლია გამოათავისუფლოს ბევრად მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივ ქიმიურ რეაქციებს, რაც მას კოსმოსში გადაადგილებისა და ენერგიის წარმოების ინტერესებისთვის გამოსაყენებელ თეორიულ კანდიდატად აქცევს. ანტიმატერიის წარმოება და შენახვა უბრალოდ ძალიან ძნელია, ვინაიდან ჩვეულებრივ მატერიასთან შეხებისას ნადგურდება ამ მატერიასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნეთ. მეცნიერები პრაქტიკული გამოყენებისთვის ანტიმატერიის წარმოების და შენახვის გზებს იკვლევენ. კოსმოსურ სხივებს, და მაღალი ენერგიის ანსტროფიზიკურ პროცესებს შეუძლია წარმოქმნას ანტიმატერია ბუნებრივად, და ამ ნაწილაკების აღმოჩენის შესაძლებლობა კოსმოსურ ობსერვატორიებს გააჩნია კიდეც. ღია საკითხად და უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომაა, რომ სამყაროში ანტიმატერია ბევრად ნაკლებია, ვიდრე მატერია. ანტიმატერიის შემდგომმა შესწავლამ შესაძლოა გამოიწვიოს საინტერესო აღმოჩენები და ტექნოლოგიური მიღწევები.



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II


3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
170
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0