x
image
Guns N Roses
მთავრობის ხრიკები თუ ძველი დრო ბრუნდება?

imageროგორც მოგეხსენებათ "ქართულმა ოცნებამ" პირველ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და უმრავლესობით შევიდა პარლამენტში.. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ მოხდა რამოდენიმე ინციდენტი, კერძოდ კი ძარცვები. დღეს კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით დააყაჩაღეს ლომბარდი. გამთენიისას, უცნობმა პირებმა, გაგარინის 10 ნომერში მდებარე ლომბარდი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები ლომბარდში ლეპტოპის ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა შემდეგ იარაღის მუქარით თანამშრომლებს კარის გაღება აიძულეს.
ლომბარდის თანამშრომლის განცხადებით, წაღებულია სეიფში არსებული ფული და ძვირფასეულობა.
რაც შეეხება თანხისა და ოქროს რაოდენობას, ამ ეტაპზე უცნობია.
ლომბარდის ოპერატორის თქმით, მძარცველებს ნიღბები არ ეკეთათ და მათი ამოცნობა შეუძლია.
ადგილზე პოლიცია მუშაობს.


ქურდობებმა უკვე საგრძნობლად იმატეს ეს უკვე კარგად სჩანს, მაგრამ თუ ვინ დგას ამის უკან ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის გამორიცხული ძველი დრო დაბრუნდეს.. ალბათ გახსოვთ თუ რა ხდებოდა ძველ დროში ქურდობებთან დაკავშირებით.. ღამე გარეთ სიარული საშიში იყო.. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, შეიძლება პრეზიდენტის მიერ შექმნილ სისტემას განძრახ ანგრევენ, ალბათ იმიტომ რომ ხალხი უკმაყოფილო დარჩეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბევრი თვლის რომ სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს შეცდომაა.. მართალია პატიმრების წამება არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ამ სისტემის დახმარებით ქურდობები და მკვლელობები საგრძნობლად შემცირდა. ( მანქანის კარი ღია რომ დაგეტოვებინათ არავინ ხელს არ ახლებდა, ადრე კი ღამე სახლის "ფანჯარა" რომ ღია დაგჩენოდათ 3-ჯერ გაგქურდავდნენ. )

5
840
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
840
  
2013, 30 ოქტომბერი, 3:22
ქურდობები აწი ნახეთ.ჯერ სად ხართ
2012, 13 ოქტომბერი, 12:19
ხალხო ნუთუ ვერ ხვდებით რა ხდება და ვისი მოწყობილი ეს ყველაფერი, მიშიკოს უნდა რომ რომ ახალ ხელისუფლებაზე გული აგვიცრუვდეს და ისევ მიშა მოგვენატროს თუმცა არ გამოუვა არაფერი
2012, 13 ოქტომბერი, 0:54
დაგაბოლათ ხომ მიშიკოს ტელევიზიებმა მოწყობილია ეს
ბანკი როგორ დააყაჩაღეს უიარაღოდ საინტერესოა ალბათ 100 ლეველზე იყვნენ მძარცველები ხო და ნიღბები არ ეკეთათ მოვა ბიზო და დააწყნარებს სიტუაციას
ნაცების მოწყობილია 100% ანიიიი
2012, 12 ოქტომბერი, 21:39
:D:D:D:D:D უხ თქვენ გენაცვალეთ მე :D რაო ნიღბები არეკეთათ? :? :D კაიფობდნენ ალბათ და მეთვალყურემ ვერ შეამჩნია :D უკვე იგრძნობა რისი სუნიცაა მანდ : ))
2012, 12 ოქტომბერი, 17:49
აბსოლუტურად მართალი ხარ,ღმერთმა დაგვიფაროს რომ ძველი დრო დაბრუნდეს,მაგრამ მას შემდეგ რა გავიგე რომ თურმე მირცხულავა შეიძლება ისევ მთავრობაში ვიხილო რომელმაც სანთლის შუქზე დაგვზარდა და ნათურა როგორ ინთეებოდა ის დაგვავიწყა სიმართლე გითხრა იმედი გადამიწურა
0 1 5