x
image
Fieramente
ვისი ცოლია ვალერი მელაძის ბოლო ორი კლიპის მთავარი გმირი?
imageimage









ლიზა ბოიარსკაიასა და მაქსიმ მატვეევს სიყვარულის გარდა, ერთმანეთთან ორწლიანი ქორწინება და სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დაბადებული ვაჟი აერთიანებთ. ისინი ორივე რუსული კინოს მსახიობები არიან და თანაც საკმაოდ წარმატებულები. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაქსიმ მატვეევი მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო ლიზა ბოიარსკაია - სანქტ-პეტერბურგში, თავის მშობლებთან ერთად. ლიზას მამა არის ყველასათვის კარგად ცნობილი რუსი მსახიობი მიხეილ ბოიარსკი, ხოლო დედა - ლარისა ლუპიანი. image

მიუხედავად იმისა, რომ ლიზა და მაქსიმი სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ, მათ ოჯახურ იდილიას ხელს ვერაფერი უშლის. თავად წყვილი აცხადებს, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და დაშორებას არ აპირებენ. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ვაჟის- უმცროსი მატვეევის დაბადებით.

image







მაქსიმ მატვეევი საკმაოდ წარმატებული და ნიჭიერი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები სხვადასხვა ჟანრის ფილმებში: "Не скажу"(არ გეტყვი), image



"Дед Мороз всегда звонит… трижды!"(თოვლის ბაბუა ყოველთვის რეკავს...სამჯერ) "На крючке!"(კაუჭზე) "Свадьба по обмену"(ქორწინება გაცვლით) "Сказка. Есть"(ზღაპარი.არის)"Август. Восьмого"(აგვისტო.მერვე) და სხვა.


imageimage













რაც შეეხება ელიზაბედ ბოიარსკაიას, მას კარგად ვიცნობთ ფილმებიდან "Адмиралъ" (ადმირალი), "Ирония судьбы. Продолжение"(ბედის ირონია.გაგრძელება), "Пять невест" (5 საპატარძლო), "Матч"(მატჩი) და ა.შ.


თუმცა, როგორც სჩანს, ქართველი მაყურებელი ლიზას მხოლოდ ვალერი მელაძის კლიპებიდან იცნობს. კლიპებში ლიზა და ვალერი შეყვარებულებს ანსახიერებენ და საკმაოდ თამამ სცენებშიც არიან გადაღებულები. შესაძლოა სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ხალხს მათ ქორწინებაზე დაეწყოთ საუბარი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიზას ამგვარი თამამი სცენები ასევე შესრულებული აქვს არა მარტო მელაძესთან, არამედ მაქსიმ მატვეევთან (ქმართან), კონსტანტინე ხაბენსკისთან (ორ ფილმში), სერგეი ბეზრუკოვთან (ასევე ორ ფილმში). ძვირფასო, მკითხველო, ალბათ მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა ამ პატარა და მოკრძალებული სტატიით. მადლობა ყურადღებისათვის. image


imageimageimage



9
774
6-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
774
  
2012, 23 ოქტომბერი, 22:31
საერთოდ, რა საჭიროა ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების, ოჯახების, ოპერაციების და ა.შ. განხილვები? განა ბუნებაში დაილია საკითხები, რაზეც შესაძლებელია ჯანსაღი მსჯელობა?
2012, 14 ოქტომბერი, 1:16
+++
2012, 12 ოქტომბერი, 21:33
+++++
2012, 12 ოქტომბერი, 18:14
გაიხარე =)) :*
2012, 12 ოქტომბერი, 16:36
ხალხს უყვარს სკანდალები:)გამეშანშალებინა მომეწონა,კაი სტატიაა
2012, 12 ოქტომბერი, 16:31
ამ სტატიის გამოქვეყნებას საერთოდაც არ ვაპირებდი, მაგრამ საშინლად არ მიყვარს ჭორები. =) გამომდინარე იქიდან, თურმე, მელაძის ქართველი მსმენელი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ლიზა მისი ცოლია (რაკი მის კლიპებში თამაშობს) იძულებული გავხდი ეს სტატიაც "გამეშანშალებინა". =)))))
2012, 12 ოქტომბერი, 16:28
ორივე კლიპის ნახვა შეგიძლიათ ამავე საიტზე: ვოდეოებში - "მელაძის ცხელ-ცხელი კლიპი" და "ვალერი მელაძე"
2012, 12 ოქტომბერი, 16:26
საინტერესოა;++++++++++++++++++++++++++++
0 1 9