x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ლომის თათი"- სასტიკი ბანდა შავი ვოლგით ,რომელსაც ქალი მეთაურობდა-კრიმინალური არქივიდან
image

1950-იანი წლების ბოლოდან, სასტიკი ბანდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასლანხან მერეტუკოვა, ბაქოელი კრიმინალური ავტორიტეტის ქალიშვილი, უზარმაზარ პრობლემად იქცა აზერბაიჯანის სსრ მილიციისათვის. მერეტუკოვა ოჯახში მეექვსე ქალიშვილი იყო და მამამ, მემკვიდრის მოლოდინით დაღლილმა, ასლანხანის ბიჭივით აღზრდა დაიწყო.


იცვამდა მამაკაცის სამოსს, მოზარდობისას კი შეუერთდა მამის დანაშაულებრივ საქმიანობას, ძარცვის დროს " მეთვალყურედ იდგა " ანუ ჟარგონზე რომ ვთქვათ ე. წ. ატასაზე.


გოგონამ იოლად ახერხებდა ხმის შეცვლას, შეეძლო მოზარდ ბიჭად გაესაღებინა თავი რა დროსაც იცმევდა ბიჭურად და მკერდზე მჭიდროდ მარლას იხვევდა.



სრულწლოვანი როცა გახდა, მერეტუკოვამ აიღო ფსევდონიმი" პანჯალი ასლანი" (ლომის თათი) და გადაწყვიტა საკუთარი ბანდის შექმნა. მისი მთავარი თანამზრახველი იყო ამწის ოპერატორი არიფ ალიევი. ის იყო ჯგუფის ერთადერთი მუდმივი წევრი; ლომის თათი ყოველი ძარცვის წინ ახალ ჯგუფს ქმნიდა, შემდეგ მათ ფულს უხდიდა და ყოველგვარ კავშირს წყვეტდა.


ბანდიტები გადაადგილდებოდნენ ბაქოს უნივერმაღის დირექტორის შავ ვოლგით: ყოველ ჯერზე დარბევის დღეს ალიევი იყენებდა ამწეს ავტოფარეხის ასაწევად, საიდანაც იპარავდნენ მანქანას (ზუსტად ისე, როგორც ფილმში "გაუფრთხილდით ავტომობილშია“ და საერთოდ რამდენიმე ეპიზოდი ერთი-ერთში ემთხვევა ფილმს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა), შემდეგ კი იმავე გზით აბრუნებდნენ თავის ადგილზე.

imageკადრი ფილმიდან



საოცარი ისაა, რომ ბანდიტები ახერხებდნენ ამ მანევრის განმეორებით განხორციელებას, რადგან ზუსტად იცოდნენ "ვოლგის" მფლობელის განრიგი და ამის გათვალისწინებით გეგმავდნენ თავიანთ დანაშაულებებს, თუმცა ერთხელაც პატრონმა გრაფიკი დაარღვია და ავტოფარეხში შესულს ავტომობილის ძრავა ცხელი დახვდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა სატეფულებზე ხაფანგის დაგება, თუმცა ბანდის მუდმივმა მძღოლმა მოახერხა თავის დახსნა(ისევ ზემოთ აღნიშნული ფილმი)

image

სხვათა შორის, ალიევმა ერთადერთმა იცოდა, რომ ბანდის მეთაური ქალი იყო: ეს საიდუმლო მან შემთხვევით გაიგო.


ამიტომაც მილიციისათვისაც, სიმართლე მოუხელთებელ "ლომის თათზე" დიდი სიურპრიზი იყო: სანამ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ, მძარცველებმა დაახლოებით 20-ჯერ მოახერხეს თავხედურად ბაქოსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრის მაღაზიების დარბევა. მათი თავდასხმის ობიექტები ძირითადად საიუველირო სექციები იყო.ყოველ ჯერზე მათი მონაგარი იყო უზარმაზარი ფული იმ დროისთვის - 10-20 ათასი მანეთი. თავდამსხმელები ყოველ ჯერზე მსხვერპლს იარაღით ემუქრებოდნენ და რამდენჯერმე გამოიყენეს კიდეც, - ორი ადამიანი მოკლეს, ერთი იყო მილიციელი-ბაქოს უნივერმაღის მცველი, ხოლო მეორე სამართალდამცავების მიერ შეგზავნილი აგენტი.


კრიმინალების დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ნაძარცვის ნაწილს ბავშვთა სახლებს ურიცხავდნენ(ისევ ფილმი "გაუფრთხილდით ავტომობილს"). შესაძლოა, ამ ფაქტის გამო მერეტუკოვას, ალიევს და მათ დროებითმა თანამზრახველებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - არცერთ მათგანს სასიკვდილო განაჩენი არ გამოუტანეს. პრინციპში, "ლომის თათს" არ ემუქრებოდა დახვრეტა - სსრკ-ში ქალებს ძალიან იშვიათი გამონაკლის გარდა, ფაქტობრივად სიკვდილით არ სჯიდნენ.


დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური ფილმი

"Следствие вели" - "Львиная лапа"



image

იხილეთ სხვა სერიები რუბრიკით-კრიმინალური არქივიდან



0
1099
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0