მაკიაჟი და ვარცხნილობა "კუბოში უფრო ლამაზად გამოიყურებიან" - როგორია პამელა ანდერსონი მაკიაჟის გარეშე (ფოტოები) 11 თებერვალი, 16:28
„მაშველების “ ვარსკვლავი ბუნებრივი სახის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. დიდებისგან დაღლილმა პამელა ანდერსონმა გადაწყვიტა ბუნებრივად დაბერდეს. პარალელურად, Baywatch-ის ვარსკვლავი აგრძელებს სახის მოვლას, კანს იჭიმავს და იყენებს კრემებსა და ნიღბებს. მაგრამ ანდერსონი უარს ამბობს მაკიაჟზე და ამჯობინებს თაყვანისმცემლებს ისე დაენახოს როგორც სინამდვილეში 57 წლის ასაკში გამოიყურება. თუმცა, საზოგადოება არ იყო მზად მოვლენების ასეთი შემობრუნებისთვის. პამელას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა. თუმცა, პარალელურად როგორც ჩანს, ადამიანები ჩვეულებრივ ითხოვენ, რომ ცნობილმა სახეებმა უარი თქვან რეტუშირებაზე და აჩვენონ თავიანთი ნამდვილი გარეგნობა. ასე რომ, კომენტარი, რომელსაც ყველაზე მეტი გული დაუწერეს, ის იყო, რომ კუბოშიც კი უფრო ლამაზად გამოიყურებიან. მომხმარებლების თქმით, პამელა მაკიაჟის გარეშე შეიძლება გადაიღონ საშინელებათა ფილმებში, რადგან ის აშკარად აღარ არის შესაფერისი იმისთვის, რომ ლამაზმანის როლი ითამაშოს. პამელა ანდერსონის კარიერა იწყება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, ჰაილენდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს ანდერსონი საცხოვრებლად ვანკუვერში გადადის, სადაც მუშაობას იწყებს ფიტნეს ინსტრუქტორად. 1989 წელს პამელა ანდერსონი ჟურნალ "პლეიბოის" გარეკანზე გამოჩნდა. გადაწყვიტა სამოდელო კარიერის გაგრძელება და ლოს-ანჯელესში დაბინავდა. 1990 წელს იგი გახდა პლეიბოის პლეიმეიტი. შემდეგ გადაწყვიტა მკერდის გადიდება. 1990-2000 წლებში პამელა ანდერსონი რამდენიმეჯერ გამოჩნდა „პლეიბოის“ გარეკანზე. ცნობილი გახდა ტელესერიალებით, განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა "მაშველებმა", სერიალი 1989 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ყურებადი შოუ გახდა 1.1 მილიარდი აუდიტორიით. 117 2-ს მოსწონს
|