მაკიაჟი და ვარცხნილობა "სიგიჟეა, რაც აქ ხდება ლელას ფოტოებზე...." ნანუკა ჟორჟოლიანი 2023, 15 ნოემბერი, 15:57 მომღერალ ლელა წურწუმიას ახალ იმიჯმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები. ამ ამბავს გვერდი ვერც ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა აუარა გვერდი და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სოციალურ ქსელში: "მეგობრებო, სხეული მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ამიტომ, როგორი იქნება ის არავის საქმე არაა ამ სამყაროში. ანუ, 2+2 = 4. ჯამი ჭურჭელია:)) სიგიჟეა, რაც აქ ხდება ლელას ფოტოებზე. ყველას საქმეა თურმე თმას როგორ გაიკეთებს და რა ასაკში მოუნდება ყოფნა. საგიჟეთი"-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეაგახსენებთ, ლელა წურწუმია მსმენელების წინაშე ახალი სიმღერით და ახალი კლიპით წარსდგა, რომლის სახელია „აღარ მინდა მე შენთან“.სიმღერის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი, ჩაწერილია სტუდია bravo-რეკორდსში.
„ესეც ლელას ახალი კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არის წარმატებული წლების განმავლობაში, რასაც 1000%-ით იმსახურებს! არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს, უპირობოდ უკონკურენტოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სიმღერების ასეთი დაფასებისთვის და მივულოცო ახალი ვიდეოკლიპი."-წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელში, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც მიიქცია ყურადღება
190 1-ს მოსწონს
|