x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ურუგვაელი მსახიობი თაყვანისმცემლებმა ვერ იცნეს
image

ურუგვაელმა მომღერალმა და მსახიობმა ნატალია ორეირომ, რომელიც ცნობილი გახდა სერიალით "ველური ანგელოზი", გადაწყვიტა ქერას იმიჯი მოირგოს. ფოტოები მსახიობმა " ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ნატალია ორეირო პოზირებს ძალზე მოღიავებულ წითელ კაბაში, რომელმაც შესანიშნავად ეხამება თმის ახალი ფერი. ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ ახალი იმიჯი ნატალიას ძალზე უხდება, ხოლო ზოგიერთმა მომღერალი უცებ საერთოდ ვერც იცნო.

image

image


image

44 წლის მსახიობს, მომღერალს და დიზაინერს. მსოფლიო პოპულარობა მოუტანა მთავარმა როლმა არგენტინულ სერიალში "ველური ანგელოზი"(1998-1999). 2001 წელს, როგორც მომღერალი იყო ლათინური გრემის ნომინანტი კატეგორიაში საუკეთესო " ქალის პოპ ვოკალ ალბომი". 2011 წლიდან იგი არის გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი რიო-დე-პლატას რეგიონში (არგენტინა და ურუგვაი).

image

ამის გარდა ნატალიო ორეირო არის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, სერიალებში, სადაც ის მონაწილეობს, ხშირად ჩნდება ფეხბურთის ბურთებით, რომლითაც მსახიობი ჟონგლიორობს; ბავშვობიდან იყო მონტევიდეოს "რამპლა ხუნიორსის" საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ; 2002 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე იგი ურუგვაის ნაკრების "ნათლიდედად" აირჩიეს, იგი ასევე გულშემატკივრობს არგენტინის ნაკრებს.


2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნატალიამ სპეციალურად ჩაწერა მუნდიალის არაოფიციალური ჰიმნი United by love.

0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0