მაკიაჟი და ვარცხნილობა "რაპუნცელი რეალურ ცხოვრებაში"- ქალს ერთ წელიწადში 500-ჯერ სთხოვეს ცოლობა 2024, 26 დეკემბერი, 14:36 ![]() ბრისტოლის მკვიდრმა (ინგლისი), ჟასმინ ლარსენმა, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც "ბრიტანული რაპუნცელი", აღიარა, რომ მამაკაცების უზარმაზარი ყურადღების მიუხედავად, მისთვის ძნელია სიყვარულის პოვნა. შთამბეჭდავი 4 ფუტი 7 დიუმიანი კულულებით, ჟასმინმა დააგროვა 132000-ზე მეტი გამომწერი "ინსტაგრამზე*, თუმცა, გოგონას პირადი ცხოვრება ჯერ ვერ აეწყო. ![]() ჟასმინის თქმით, მხოლოდ წელს მას 500-ჯერ სთხოვეს ხელი. ერთმა ფანმა მას 250 000 ფუნტი სტერლინგიც კი შესთავაზა გრძელი თმის შესაჭრელად, მაგრამ გოგონამ მტკიცე უარი განაცხადა. "უკვე დავიღალე ამ შემოთავაზებებით. უცნაურად მეჩვენება გათხოვდე მამაკфცზე, მხოლოდ რამდენიმე ფოტოზე დაყრდნობით. მირჩევნია პირადად შევხვდე ადამიანებს და ურთიერთობა ბუნებრივად განვითარდეს“, - თქვა მან. ![]() " მომიწია Tinder-ის წაშლა, რადგან გამუდმებით ვხვდებოდი ან მეტიჩარა მდიდრებს ან ადამიანებს, რომლებსაც უცნაური მოთხოვნები ჰქონდათ, ამან მაიძულა მთლიანად შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება ონლაინ გაცნობის მიმართ", - თქვა ჟასმინმა. ![]() ამასობაში, თაყვანისმცემლები აგრძელებენ ჟასმინის გაოცებას თავიანთი თხოვნით. მას შესთავაზეს თმის კამერის გარშემო გადახვევა, სავარცხლის გაგზავნა ან ან კიდევ ცვენით გამოწვეული თმის ღერების შეგროვება და ფოსტით გაგზავნა. ![]() ცოტა ხნის წინ, გოგონამ დიდი ხნის შემდეგ ჯანსაღი კულულებისთვის პირველად მოიჭრა 5-10 სანტიმეტრი თმის ბოლოები. „ამის შემდეგ თავს საოცრად ვგრძნობ, ჩემი თმა უფრო გლუვი და მოვლილი ჩანს, მაგრამ სიგრძე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, - დასძინა ჟასმინმა. 335 2-ს მოსწონს
|