სხვა 10 რამ, რაც ონლაინ არ უნდა იყიდოთ, თუნდაც 70%–იანი ფასდაკლებით 11 თებერვალი, 12:52 ონლაინ შეძენილი ნივთების დაბრუნება არც ისე ადვილია. უმეტესობა მათგანი არ ბრუნდება. ხოლო თუ დაბრუნება შესაძლებელია, ხალხს უბრალოდ ეზარება. გამოდის, რომ სახლში უსარგებლო ნივთების მთელი საწყობი გროვდება.
ზოგიერთი ნივთის ონლაინ ყიდვა არ ღირს ან დიდი სიფრთხილით უნდა შეიძინოთ. ტონალური კრემი ტონალური კრემი საშუალებაა, რომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა. ჩრდილების ან წამწამების ტუშის არჩევა უფრო მარტივია. კრემის ქვეტონში ადვილად შეიძლება შეცდეთ. ხანდახან მწარმოებლები ცვლიან პროდუქტის შემადგენლობას, ამიტომ შეიძლება არ გამოგადგეთ ფერიც, რომელსაც წლები იყენებდით. სპეციალისტები გირჩევთ, კრემი მხოლოდ ოფლაინ მაღაზიებში შეარჩიოთ. თმის სამაგრი ეს პუნქტი გონივრულ დანაზოგს ემყარება. ხანდახან წვრილმანები, როგორიცაა თმის სამაგრი, სარჭი ან ფრჩხილის ქლიბი საკმაოდ ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ. ყველაფერი იმიტომ, რომ თუ მაღაზიას უფასო მიწოდება არ აქვს, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე ნივთი ღირს.სამკაული ზურმუხტით ძვირფასი მასალისგან დამზადებული სამკაული დიდი სიფრთხილით უნდა შეიძინოთ. ამ სფეროში ყალბი ნივთები იშვიათი არაა. ბრილიანტების გარდა, ყველაზე ხშირად აყალბებენ ისეთ ქვებს, როგორიცაა ზურმუხტი და ლალი. ბეჭედი ზურმუხტის თვლით მხოლოდ სანდო გამყიდველთან უნდა შეიძინოთ.აწყობილი ხის ავეჯი კარგად შეფუთული დაშლილი ავეჯიც ტრანსპორტირებისას შეიძლება დაზიანდეს, არაფერს ვამბობთ მზა ხის ნივთებზე. ექსპერტების თქმით, ტრანსპორტირებისას ნატურალური მასალის ავეჯი ყველაზე მეტად ზიანდება.ორთოპედიული ლეიბი ექსპერტების თქმით, დეტალური აღწერილობა და ვიდეომიმოხილვებიც სრულ სურათს არ იძლევა. სწორედ ამიტომ, პირადად შეარჩიეთ ლეიბი, რომ მისი სიმტკიცის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გამოცდის შესაძლებლობა გქონდეთ. ზოგი იტყვის, რომ ინტერნეტში მეტი არჩევანია, ფასიც უფრო დაბალი (არა მხოლოდ ამ პროდუქტზე). და მაინც, ლეიბი, რომელზეც ყოველდღე 8 საათს მაინც ატარებთ, უმჯობესია მაღაზიაში შეარჩიოთ. შერჩეული მოდელი შეგიძლიათ ონლაინ გამოიწეროთ.ბავშვის მანქანის სავარძელი თუ ბავშვისთვის მანქანის სავარძელს არჩევთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად მოსახერხებელი და კომფორტულია, არამედ მის უსაფრთხოებას. ის უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ მოთხოვნებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ყველა მწარმოებელი არ იცავს. ინტერნეტში შეიძლება შეგხვდეთ სავარძელი, რომელიც უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ პოპულარულ მოდელებს, რომელთა ხარისხის შემოწმება შესაძლებელია საკუთარი თვალით და არა მხოლოდ ინსტრუქციის წაკითხვით.არომატული სანთლები არომატული სანთლები, იქნება ეს პარაფინის ან სოიოს ცვილისგან დამზადებული, ჰაერს აბინძურებს, რაც არ უნდა თქვან მწარმოებლებმა. მავნე აორთქლება არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუ ერთდროულად ათეულობით სანთლის დაწვას აპირებთ დახურულ ოთახში. სანთლების ონლაინ ყიდვა არ ღირს, რადგან მათი სურნელი, როგორც სუნამოს შემთხვევაში, გემოვნების საკითხია. ონლაინ ნაყიდ სანთელს შეიძლება არ ჰქონდეს სურნელი ან უსიამოვნო სუნი ასდიოდეს.შპალერი და კედლის საღებავი ფერების გადაცემა, განათება და სხვა ფაქტორები ფერის აღქმაზე გავლენას ახდენს. ონლაინ არჩეული ნაზი ლიმონისფერი მჟავე ყვითელი შეიძლება აღმოჩნდეს. კედლის საფარის არჩევისას უმჯობესია, რომ ნიმუში ადგილობრივ მაღაზიაში აიღოთ და კედელზე „სცადოთ“.ბალიში იგივე ამბავია, როგორც ლეიბის შემთხვევაში. ბევრი სახის ბალიში არსებობს, მათ შორის ბალიში მეხსიერების ეფექტით. ზოგს ბუმბულზე წოლა უყვარს, ზოგს კი სინთეტიკით სავსე ბალიში მოსწონს. შემოწმების გარეშე ამ ნივთის ყიდვა თითქმის შეუძლებელია.საღამოს კაბა ბევრი მამაცი იწერს ონლაინ არა მხოლოდ საღამოს კაბას, არამედ საქორწილო კაბას. ზოგი შესყიდვით იმედგაცრუებულია, ზოგი, პირიქით, იდეალურ ვარიანტს პოულობს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის კაბა ონლაინ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, თუ საკმარისი დრო გაქვთ.ასევე დაგაინტერესებთ: 1. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს 2. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 3. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 4. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ 5. ყველაზე სასურველი ნივთები 2023 წლის მე-3 კვარტალში მოდის პლატფორმის მიხედვით უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
311 1-ს არ მოსწონს |