სხვა ყველაზე სასურველი ნივთები 2023 წლის მე-3 კვარტალში მოდის პლატფორმის მიხედვით 2023, 17 ოქტომბერი, 20:22 მოდის აგრეგატორმა The Lyst 2023 წლის მე-3 კვარტალის შედეგები შეაჯამა და დაასახელა ყველაზე პოპულარული ნივთები, რომლებზეც არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი ოცნებობს. დიახ, არ ვცდებით.
პლატფორმა თავისი ფილტრის გამოყენებით ათვალიერებს 8 მილიონამდე მოთხოვნას სოციალურ ქსელებში და თავის ანგარიშებში გლობალურ მოთხოვნას აყალიბებს. რა უნდა ვთქვათ, კოლოსალური სამუშაოა. ვნახოთ, რისი შეძენა სურდათ დედამიწის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში. მე–10 ადგილი: AcneStudios–ის მზის სათვალე, 390 დოლარი. სათვალის მოკვერცხილი ფორმის წყალობით მზის ერთი სხივიც ვერ შემოაღწევს! მე–9 ადგილი: Prada–ს ფეხსაცმელი მოცულობითი ყვავილით, 1 150 ევრო. ნაზი კლასიკა ახალ თანამედროვე ინტერპრეტაციაში.მე–8 ადგილი: ბოტასი New Balance 550, 109, 9 დოლარი. მე–7 ადგილი: ჩანთა Loewe Puzzle Tote, 1 900 დოლარი. ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ შეგიძლიათ ნაკერების გასწვრივ დაკეცოთ, ბრტყელი და პატარა გახადოთ. ანუ ჩანთა ჩანთაში შეგიძლიათ ატაროთ.მე–6 ადგილი: Tory Burch–ის მიული პირსინგით, 398 დოლარი. ამ მიულიმ მოდის სამყარო ააფეთქა. ყველაფერი ამობრუნებული ძირის გამო, ქუსლი პირდაპირ თქვენი ქუსლის ქვეშაა. იმის წყალობით, რომ ფეხსაცმლის ქუსლი ძალიან რბილია, ეს მოდელი გახდა არა მხოლოდ დიზაინერული ჩანაფიქრის და ინოვაციური მიდგომის მწვერვალი, არამედ კომფორტის სტანდარტიც.მე–5 ადგილი: Birkenstock Arizona–ის სანდალი, 110 დოლარი. მე–4 ადგილი: მიული Shox MR4 Nike x Martine Rose, 200 დოლარი. ზოგჯერ ადამიანს ძალიან უცნაური ნივთები მოსწონს. ეს ექსცენტრიული კოლაბორაცია, შექმნილი როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ამის ნათელი მაგალითია.მე–3 ადგილი: დალიანდაგებული ჩანთა COS, 99 დოლარიდან. მე–2 ადგილი: Miu Miu–ის კარდიგანი, 1790 დოლარი. 1–ელი ადგილი: ტაბი მერი ჯეინი Maison Margiela, 990 დოლარი. ფეხსაცმლის ეს მოდელი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ შეუთავსებელი ნივთებიც კი შეიძლება გამოიყურებოდეს ელეგანტურად და ჰარმონიულად. ტრადიციული იაპონური ტაბი + კლასიკური ფეხსაცმელი „მერი ჯეინი“ = ყველაზე სასურველი ნივთი მოდის მიმდევრებისთვის!უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 269 შეფასება არ არის |