პარამეცნიერებები სინამდვილეში რა მოხდა როსველში? – პენტაგონის თანამშრომელმა უცხოპლანეტელის გაკვეთის ანგარიში გამოაქვეყნა 29 თებერვალი, 13:07 ფილიპ ჯეიმს კორსო – უნიკალური და საოცარი ადამიანი იყო. მისი გამოცდილება შთამბეჭდავია: მეორე მსოფლიო ომის გმირი, პენტაგონის ყველაზე გავლენიანი თანამშრომელი, რომელსაც წვდომა მრავალი საიდუმლოზე ჰქონდა. როგორც მთავრობის ინსპექტორი, ის როსველში 1947 წ. მუშაობდა, როდესაც იქ, ყველასთვის ცნობილი ინციდენტი მოხდა. ნანახმა, ფილიპი იმდენად გააოგნა, რომ მოგვიანებით, წიგნი – «დღე, როსველის შემდეგ» დაწერა. მაგრამ, რა მოხდა იქ სინამდვილეში? 1947 წლის 6 ივლისს, ფილიპ კორსო როსველში, უცნაური ობიექტის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა. ირგვლივ, მისი თქმით, დიდი რაოდენობით ნამსხვრევები იყო, მაგრამ ის უფრო კაფსულის მსგავსმა ობიექტმა დააინტერესა, რომლის სიგრძე 1, 5 მ. იქნებოდა. ხოლო შიგნით, უცხოპლანეტელის უსიცოცხლო სხეული იყო. უცხოპლანეტელი ბლანტი მოლურჯო-ნაცრისფერ სითხეში იწვა. კორსო მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე ადამიანი არ იყო, რადგან არსებას ძალიან უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა. ფილიპს, ნანახის შესახებ, პირველადი ანგარიშის მომზადება დაევალა. მისი ანგარიშის შესწავლის შემდეგ კი, ახალი ბრძანება მიიღო: შესწავლის მიზნით, მას ორ პათოლოგანატომთან ერთად, უცხოპლანეტელის ცხედრის გაკვეთა უნდა ჩაეტარებინა. ფილიპ კორსომ, სპეციალისტების მიერ ნათქვამი ყველა სიტყვის ჩაწერის და ანგარიში მიწოდების ვალდებულება აიღო. არსების სიმაღლე სიცოცხლეში 120 სმ. იყო. ხელის მტევნის აგებულება განსხვავდებოდა ადამიანის ხელისგან. არ ჰქონდა ცერა თითი, მაგრამ თითები ორივე მიმართულებით ეხრებოდა, რაც მის ფუნქციონირებას ზრდიდა. ჰუმანოიდის სხეული დაფარული იყო ულტრა თხელი, მრავალფუნქციური აპკით, რომელიც სხეულს გარე გავლენისგან იცავდა. კანი კი, თეთრი ჰქონდა, პიგმენტაციის გარეშე. თვალის ბუდეების ფორმა ნუშისებური ჰქონდა. თვალი, გუგის გარეშე იყო, თუმცა, მას უცნაური წარმონაქმნები ჰქონდა, რომელიც მიწიერი არსებებში არ გვხვდება. სავარაუდოდ, ამ არსების თვალები ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ადამიანის. ცხვირი ძალიან პატარა ჰქონდა, – ეს უმნიშვნელო ზომის, მეჭეჭის მაგვარი ამონაზარდი იყო სახეზე, 2 პატარა ნახვრეტით. აი ყურების არ არსებობამ კი, მკვლევარები ჩიხში შეიყვანა. ალბათ, უცხოპლანეტელს სმენის ორგანოები არ სჭირდებოდა და მათი ჩანაცვლება ექოლოკაციით, ტელეპათიით, ან სხვა ექსტრასენსორული უნარით მოხდა. მისი პირი კი, პატარა, სარქვლის მსგავს ნაპრალს ჰგავდა. უცხოპლანეტელის ქსოვილების ქიმიური შემადგენლობა, ადამიანისგან განსხვავებული იყო. თუმცა, 80% ერთი და იგივე ელემენტებისაგან შედგებოდა. ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ თეორიულად, სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობდა, შესაძლოა, შესაფერისი ადამიანებისთვისაც იყოს, გარკვეული შეზღუდვებით, რა თქმა უნდა. შინაგანი აგებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადამიანის აგებულებისგან. ფილტვები 4 თანაბარ წილად იყოფოდა. ორში ჰაერი გროვდებოდა, დანარჩენი ორი კი, ნელ-ნელა მოიხმარდა მას. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ უცხო ნიმუშის ფილტვები უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ადამიანების. გული, ასევე ორი ძლიერი ორგანოს წარმოდგენდა. არსების სისხლი კი, სქელ და ჟელესმაგვარ ნივთიერებას წააგავდა. საჭმლის მომნელებელი და ექსკრეციული სისტემების სრულმა არა არსებობა მკვლევარები გააოცა. თუმცა, უცხოპლანეტელის ჩონჩხმა გაცილებით დიდი ეფექტი გამოიწვია. ის სილიციუმის ბოჭკოებისგან შედგებოდა და ათჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ადამიანის ჩონჩხი. რაც შეეხება მის ტვინს, – 4 ნახევარსფერო და თერთმეტი განყოფილება ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, ექსტრასენსორულ შესაძლებლობებზე იყო პასუხისმგებელი. ექსპერტების აზრით, მისი სავარაუდო ასაკი 400 დედამიწის უნდა ყოფილიყო. გარდაცვალების მიზეზი კი, ვერ დაადგინეს. გარდა ამისა, ფილიპ კორსოს წიგნში ჰუმანოიდების ტექნოლოგიაც არის აღწერილი. სპეციალისტმა ამ აპარატის საფუძველზე, მრავალი ახალი ხელსაწყო და მოწყობილობა მიიღეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ინჟინრებმა ვერ გაიგეს, თუ რა პრინციპებით მოძრაობდა ის. სხვა სიახლეები:* 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ, რომელზეც შეიძლება, წარმოდგენაც არ გქონდეთ* ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც ნებისმიერს გააოცებს* მოწყობილობა რომელიც წარსულში ჩახედვის საშუალებას იძლევა და იესოს ნამდვილი ფოტო* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ1026 2-ს მოსწონს
|