x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Mastercard ფინანსური განათლებისთვის
image


Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.


2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის და ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.


დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „ფინანსური წიგნიერება არსებითი ინსტრუმენტია ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუმცა ეს რეგიონები აწყდებიან სპეციფიკურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაბრკოლებების გადალახვას მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო მოდულებს, ინტერაქტიურ სემინარებს და სტრატეგიულ პარტნიორობას ადგილობრივ ორგანიზაციებთან“.



პროექტის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, Mastercard თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, ბიზნეს და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოში, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქალები მომავლისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოება და ბანკები, საგანმანათლებლო პლატფორმა ორჯერ ორი” და მედიის ძირითადი წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.


ერთწლიანი პროგრამის მიზანია:


  • ფინანსური წიგნიერების ამაღლება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში. ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • MSME-ების გაძლიერება და სამიზნე რეგიონებში ეფექტური ფინანსური მართვისა და ზრდისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების უზრუნველყოფა;
  • კულტურულად მგრძნობიარე ფინანსური განათლების მოდულების შემუშავება უმცირესობების თემების უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად;
  • ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონების სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ქალების გაძლიერება ეკონომიკური ინკლუზიურობის ხელშეწყობით;
  • მონაწილეებს შორის სამეწარმეო აზროვნების ხელშეწყობა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიების წახალისება;
  • აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
  • ფინანსურ რესურსებზე, საბანკო მომსახურებაზე და ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ადგილობრივ ბიზნესებს შორის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ფინანსური განათლების პროგრამა, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე, შექმნის მრავალ საგანმანათლებლო თუ პრაქტიკულ პროდუქტს. მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს.


ძირითადი აქტივობები მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მოდულის დანერგვას, ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ფინანსური წიგნიერების დეპარტამენტის შექმნას, ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ძირითადი ბიზნესის მენეჯმენტის უნარების გაძლიერებას.




  • დასასრული -


Mastercard-ის შესახებ:


Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com



პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.


პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.




R



0
2
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0