x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიაგნოზის გაგების შემდეგ, ის ბიოლოგიურმა მშობლებმა მიატოვეს...

31 წლის მსახიობს პოპულარობა «მძიმე დანაშაულში» (2008) შესრულებულმა როლმა მოუტანა. სერიალში მან უოლტერ უაიტ–უცროსის პერსონაჟი განასახიერა, რომელიც ცერებრალური დამბლით (CP) არის დაავადებული. თუმცა, რეალურად, არ ჯეი მიტს ასეთივე დიაგნოზი აქვს... მაგრამ ეს, მის შესაძლებლობებს სულაც არ ზღუდავს.


imageკადრი ფილმიდან «მძიმე დანაშაული»


არ ჯეის მთავარი მოტივატორი მისი დედობილია — მან ბიჭს დაუმტკიცა, რომ არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც — «არ შემიძლიაა»... და მისი დებიუტი «ჰანა მონტანა»–ში შედგა. ახლა კი, მსახიობის ფილმოგრაფიაში, თითქმის, 20 ფილმი და სერიალია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ, ბიოლოგიურმა მშობლებმა შეიტყვეს, მასზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, ბავშვი სხვა ოჯახმა იშვილა. მის დედობილ–მამობილი რომ დაშორდნენ, არ ჯეი მოზარდი იყო და იქიდან მოყოლებული, მასზე მხოლოდ დედობილი ზრუნავდა.


კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც ასევე, მძიმე დიაგნოზით დაიბადა და ამის მიუხედავად, პოპულარობა მაინც მოიპოვა, პიტერ დინკლიჯაა.

პიტერი 1969 წ. იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება — აქონდროპლაზიით (ძვლის ზრდისა და განვითარების დაქვეითება) დაიბადა. ხოლო ზრდა, 135 სმ–ს სიმაღლეზე შეწყვიტა. ამან პიტერის თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა. თინეიჯერობის ასაკში, ის საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი და თავს განდევნილად თვლიდა. მაგრამ, კომპლექსებმაც კი არ შეუშალა მას ხელი, ოცნების ასრულებაში და ის მსახიობი გახდა.


image


დღეს პიტერი მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ–ერთი წარმატებული მსახიობია. მან «სატახტო თამაშები» ტირიონ ლანისტერის როლი შეასრულა და ასევე გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: «სირანო», «ელფი», «სამი ქრისტე» და სხვა.

«ბავშვობაში მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი... და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი, ჩემს სიმაღლეზე რეაგირებას, დღესაც აგრძელებს, ახლა ამის ატანა, ბევრად უფრო ადვილია. გარდა ამისა, დღეს უფრო მეტ ყურადღებას ვიპყრობ, რადგან მსახიობი ვარ და ადამიანებს ჩემთან საუბარი, ან რაღაცის გამო, მადლობის გადახდა სურთ», — ამბობს პიტერი.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიტერს მეუღლე ჰყავს, რომელთანაც ქორწინებაში 2005 წლიდან იმყოფება. წყვილს 2 შვილი შეეძინათ და საბედნიეროდ, ბავშვებს მამისგან დაავადება არ გადაეცათ. ხოლო მსახიობმა, თავის მხრივ აღიარა, რომ საერთოდ არ კომპლექსდება, იმის გამო, რომ თავისი 12 წლის ქალიშვილი, უკვე მასზე მაღალია.


image


* რატომ არ აღიარა ალენ დელონმა თავისი უფროსი ვაჟი?

* ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ

* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0