სხვა წამალი, რომელიც აფთიაქში არ იყიდება 1 თებერვალი, 15:20 უპირველეს ყოვლისა, შინაური ცხოველები ადამიანს სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სჭირდება და არა ანგარების მიზნით. მაგრამ, არსებობს რამდენიმე სამეცნიერო მიზეზი, რის გამოც, ნამდვილად ღირს კატის აყვანა. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მიხვდებით, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ცხოველს ჩვენთვის! მაშ, ასე, თუ ჯერ კიდევ ეჭვები გაქვთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, გინდათ თუ არა, რომ სახლში კატა იყოლიოთ, მაშინ გაეცანით, თუ რას ფიქრობენ, ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები: I. კატები სასარგებლონი არიან ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მინესოტას უნივერსიტეტში (University of Minnesota, აშშ) გაარკვიეს, რომ კატების მფლობელები, სხვებთან შედარებით, ინფარქტით 30% უფრო იშვიათად იღუპებიან. ეს მონაცემები, 30-დან – 75 წლამდე ასაკის 4, 5 ათას ადამიანზე, 10 წლიანი სამეცნიერო დაკვირვების შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, კვლევების შედეგად, ასევე დამტკიცდა, რომ კატები გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების რისკებსაც ამცირებენ. ამას კი იმით ხსნიან, რომ ეს ცხოველები სტრესისგან გათავისუფლებაში გვეხმარებიან, რაც თავის მხრივ, უამრავი დაავადების წინაპირობას წარმოადგენს. II. კატები ამაგრებენ ჩვენს ძვლებს დიახ, ნუ გაიკვირვებთ. ჩრდ. კაროლინის ცხოველებთან ურთიერთობის ინსტიტუტის (HABRI, აშშ) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხმები (უპირატესად, კრუტუნი), რომელსაც კატები გამოსცემენ, გაბზარული და გატეხილი ძვლის შეხორცების პროცესს აჩქარებს და ტრავმით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს. III. კატები გვეხმარებიან დეპრესიასთან ბრძოლაში Mental Health Foundation (მენტალური ჯანმრთელობის ფონდი, ბრიტანეთი) კვლევითმა ცენტრმა, კატის მფლობელებს შორის, გამოკითხვა ჩაატარა. რესპონდენტთა 76% განაცხადა, რომ მათ კატები სირთულეების გადალახვაში და მძიმე აზრებისგან ყურადღების გადატანაში ეხმარებიან. იგივე გამოკითხვა ჩაატარა ზემოთ აღნიშნულმა, ცხოველებთან ურთიერთობის ინსტიტუტმაც და 2 ათასი გამოკითხულიდან – 74% განაცხადა, რომ ცხოველებთან ურთიერთობის შედეგად, მათი ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. IV. კატები ბავშვებს ასთმის განვითარებისგან იცავენ ამერიკის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (National Institute of Allergy and Infectious Diseases) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებს ბავშვების დაცვა ასთმის და ალერგიის განვითარებისგან შეუძლიათ, თუ ეს ცხოველები სახლში, ბავშვის დაბადების პირველი დღეებიდან იმყოფებიან. P. S. თანამედროვე მსოფლიო, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა: არიან ძაღლის მოყვარულები და კატის მოყვარულები. პირადად მე, კატის მოყვარულთა ჯგუფში შევდივარ (მყავს 2 კატა: მოლი და ჟუჟუ), მაგრამ არა იმიტომ, რომ ძაღლები არ მიყვარს. უბრალოდ, კატა უფრო ადვილი მოსავლელია: არ უნდა გარეთ გაყვანა, დამოუკიდებელი ცხოველია და საკუთარ თავს თვითონ უვლის. ზოგიერთ ადამიანს კატა უყვარს, მაგრამ მის აყვანაზე, თავს ბეწვის გამო იკავებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბეწვი პრობლემა არ არის. მაგ., რბილი ავეჯის გასაწმენდად, სულ რამდენიმე წუთია საჭირო, თუ მას წებოვან ლენტს («სკოჩს») გადაატარებთ. იმავენაირად შეგიძლიათ, კატის ხელში აყვანის შემდეგ, სამოსი გაიწმინდოთ. სხვა სიახლეები:* ფსიქოლოგია ტესტი: უპასუხეთ უმარტივეს კითხვებს და გაიგეთ საკუთარ შინაგან სამყაროზე უფრო მეტი* 15 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი* უნდა დავეხმაროთ, თუ არა ადამიანს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს? – პასუხი კითხვაზე* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები160 1-ს მოსწონს
|