სხვა რა მოხდება, თუ ადამიანი ღია კოსმოსში სკაფანდრის გარეშე გავა (ვიდეო) 31 იანვარი, 14:27
შეიქმნა სიმულაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რა მოუვა ადამიანს თუ ღია კოსმოსში სკაფანდრის გარეშე იქნება.ეს ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ.
DG EYE Science Youtube-ის არხზე გაკეთებული ვიდეო გვიჩვენებს, თუ რას შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ ღია კოსომოსში სკაფანდრის გარეშე გავა. ვიდეოში ჩანს, რამდენად საშინელია ის სინამდვილეში. აღწერაში ნათქვამია: „გასაკვირია, მაგრამ თქვენ ალბათ არ აფეთქდებით. თუმცა ის, რაც მოხდება, ალბათ არანაკლებ შოკისმომგვრელი იქნება“. პირველ წამებში ადამიანის ორგანიზმში გაზები დაიწყებს გაფართოებას, რაც გამოიწვევს ფილტვის ქსოვილის რღვევას. ხუთ წამში თვალების, კანისა და პირის ზედაპირზე წყალი აორთქლებას დაიწყებს და სისხლში წყალი „ადუღდება“. სხეული შეშუპებდება და გასივდება, რადგან კანი არის „ელასტიური და საკმარისად ძლიერი, რათა გაუძლოს წნევას“. ბოლოს ამ ყველაფრის შემდეგ გული ნელდება და ჩერდება, ადამიანი კი იგუდება და კვდება. სივრცეში არ არის არც ატმოსფერო, არც წნევა.ხოლო წნევის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენს სხეულში წყალი დუღდება და თხევადიდან გაზად გადაიქცევა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ორი მესამედი წყალია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის სხეულის 60 პროცენტი წყალია, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, - განუცხადა Live Science-ს NASA-ს ადამიანებზე კვლევის პროგრამის მეცნიერმა- ექიმმა კრის ლენჰარდტმა. -არსებითად, თქვენი სხეულის ყველა ქსოვილი, რომელიც შეიცავს წყალს, დაიწყებს გაფართოებას.” იყო ერთი ასტრონავტი, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა ეს მოვლენა. 1966 წელს NASA-ს საჰაერო კოსმოსური ინჟინერი ჯიმ ლებლანკი სკაფანდრის ტესტირებას ახდენდა, ვაკუუმ კამერაში. რაღაც მომენტში შლანგი, რომელიც სკაფანდრს წნევით აწვდიდა ჰაერს, მოძვრა. „როდესაც უკან დავიხიე, ვიგრძენი, რომ ნერწყვმა ენაზე ბუშტუკები გაიკეთა, და ეს არის ბოლო, რაც მახსოვს, სანამ გონს მოვიდოდი"- განმარტა მან Moon Machines-ის დოკუმენტურ სერიალში. საშინლად ჟღერს. არა და საოცარია, რომ ადამიანებს მაინც სურთ ღია კოსმოსში გასვლა. 358 3-ს მოსწონს
|