x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ტვინში წარმატებით განხორციელდა – ილონ მასკი
მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink უკაბელო ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ტვინში პირველად წარმატებით განახორციელა.



image



ილონ მასკი საკუთარ სოციალურ ქსელზე X (ყოფილი Twitter) იტყობინება, რომ ჩანერგილი მოწყობილობის პირველი შედეგები იმედის მომცემია: ის კარგად განსაზღვრავს ნერვულ იმპულსებს.



image




ჩიპი ტვინში ასრულებს დამაკავშირებელი რგოლის როლს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის. კომპანია Neuralink გვპირდება, რომ ის დაგვეხმარება როგორც ფიზიკურ პრობლემებთან, ასევე ფსიქიკურ დარღვევებთან ბრძოლაში.



image



ამერიკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კომპანიას ადამიანებზე ჩიპის გამოცდაზე ლიცენზია გასული წლის მაისში მიანიჭა. გეგმის მიხედვით, დაკვირვებები 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.



როგორ გამოიყურება ეს?



Neuralink–ის თქმით, ტვინზე ოპერაციას რობოტი ასრულებს. ის ნერგავს ჩიპს 1024 სენსორით, უთხელესი ელექტროდის ძაფებით, რომლებმაც უნდა დაიჭირონ ნეირონების მიერ გამოსხივებული იმპულსები.



image



სენსორული ჩიპის ჩასმა ხდება ტვინის იმ არეში, რომელიც, როგორც Neuralink წერს, აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვებს“. მოწყობილობა იჭერს ტვინის სიგნალებს და გადასცემს გარე მოწყობილობას, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“, რა მოძრაობის განხორციელება სურს ადამიანს.



image



ილონ მასკი ამბობს, რომ მისი კომპანიის ქმნილებას დაერქმევა „ტელეპათია“ და პირველ რიგში მისი ჩასმა მოხდება პარაპლეგიის მქონე ადამიანებში.



„ის საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ტელეფონი ან კომპიუტერი და მათი მეშვეობით თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა უბრალოდ ფიქრის ძალით. წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს რომ შეძლებოდა პროფესიონალ მბეჭდავზე ან აუქციონის მენეჯერზე უფრო სწრაფად კომუნიკაცია“ – წერს მასკი და იხსენებს ცნობილ ბრიტანელ მეცნიერს, რომელსაც აწუხებდა ე.წ. „ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი“ და თითქმის პარალიზებული იყო.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს

2. ახლა შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ციფრული კლონი – ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია

3. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

4. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

5. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
98
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
98