ქალი და მამაკაცი
მიზეზები, რომელთა გამოც მამაკაცები საყვარლებს იჩენენ
30 იანვარი, 11:25
მეუღლეებს შორის განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - ღალატია. საინტერესოა, რომ სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ცოლებს, ვიდრე ქალები - ქმრებს. რატომ ხდება ასე, ეს არავინ იცის, თუმცა ფაქტები ყველაფერს თავადვე ამბობენ. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მამაკაცი ღალატზე მიდის.
უთქმელობა. თუ ურთიერთობაში მამაკაცს არ შეუძლია თავისუფლად ისაუბროს თავის სურვილებზე საწოლში, მაშინ ის სხვა ქალის ძებნას იწყებს.
ყოველდღიური პრობლემები. ნუ ატერორებთ თქვენს მეორე ნახევარს. თუ სახლში შემოსული მამაკაცი ვერ გრძნობს კომფორტსა და სიყვარულს და საკუთარი მისამართით მხოლოდ უკმაყოფილება ესმის, მაშინ საკუთარი თავი დაადანაშაულეთ.
ცნობისმოყვარეობა. დიახ, ასეთი შემთხვევებიც არსებობს.
თვითდამკვიდრება. ეს პუნქტი დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცებს ეხებათ, რომლებიც ცდილობენ თავიანთ მეგობრებს დაუმტკიცონ თუ როგორი მაჩოები არიან.
მექალთანე. აი, ეს ტიპი კი უბრალოდ გამოუსწორებადია. მეგზურად ასეთი პარტნიორის არჩევისას ასჯერ უნდა დაფიქრდეთ.