იარაღი და ტექნიკა მამაკაცმა იყიდა ტანკი T-55 და მასში აღმოაჩინა 5 ზოდი ოქრო - რა მოხდა შემდეგ? 2024, 26 იანვარი, 17:35 ![]() ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა სამხედრო ტექნიკის მოყვარულმა ნიკ მიდმა პირველად ისაუბრა იმ ოქროს ბედზე, რომელიც მან ინტერნეტით ნაყიდ ტანკში იპოვა. ეს არ იყო პირველი საბრძოლო მანქანა მის კოლექციაში: მიდის ფერმაში ნორთჰემპტონშირში განთავსებულია არსენალი, რომელზეც ზოგიერთ ქვეყანას მხოლოდ ოცნება შეუძლია. ის, ისევე როგორც სხვა კერძო კოლექციონერები, სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს იაფად ყიდულობს. რა თქმა უნდა მეორადს, თუმცა გამართულს, ტანკები მას ჩვეულებრივ მსუბუქ ავტომობილებზე მეტი არ უჯდება. ![]() მიდმა შეაგროვა ასობით საბრძოლო მანქანა და ყველა მსურველს შეუძლია იმით გასეირნება საფასურის სანაცვლოდ. 62 წლის ბრიტანელი ნიკ მიდი სამხედრო ტექნიკის კოლექციონერია. მან შეაგროვა 300-მდე ტანკი და სხვა სამხედრო მანქანა თავის ფერმაში, რომელიც ნორთჰემპტონშირში მდებაროებს. ![]() ![]() მიდმა თავისი პირველი საბრძოლო მანქანა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიძინა. ეს იყო Abbott-ის თვითმავალი, რომლის წარმოება დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება . ეს მას ძალიან იაფი დაუჯდა: მხოლოდ 1750 ფუნტი სტერლინგი. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი პარკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ტანკები ხანდახან ჩნდება ფილმებში და ზოგჯერ ქირობენ ქორწილებში ან დაკრძალვისთვის. თავად კოლექციონერს, როდესაც მისი ვაჟები პატარები იყვნენ, პირადად მიჰყავდა ისინი სკოლაში ბრიტანული FV432 ჯავშანტექნიკით. მისი თქმით, ბავშვები შეჩვეულები იყვნენ, თუმცა ქუჩაში მოძრავი ჯავშანმანქანა ხშირად აბნევდა გამვლელებს. ![]() ”პოლიცია ჩვეულებრივ იღიმოდა ან მზერას გვარიდებდა, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. -უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს ასეთ შემთხვევებში, ყოველდღე ვერ დაინახავ ქალაქში მოძრავ ტანკს" ![]() ჰიუზის თქმით, როდესაც ტანკი იყიდა, მუხლუხოები არ ჰქონდა და არც ძრავა უმუშავებდა. მის შესაკეთებლად მან ინტერნეტში იპოვა T-55-ის შეკეთების ინსტრუქცია რუსულ ენაზე. „რუსული არ მესმის, ამიტომ მხოლოდ სურათების ყურებით ვცდილობდი გამომეცნო“, - განმარტა მან. ჰიუზი თანახმა იყო თავისი ტანკი 30 ათას ფუნტად გაეყიდა. როდესაც მიდმა ის თავის ფერმაში გადაიტანა, მან აღმოაჩინა, რომ წინა მფლობელს რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა ტანკში დარჩენილი ტყვიამფრქვევის საბრძოლო მასალა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა უფრო დაეწვრილებით შეესწავლა თავის შენაძენი და შეამოწმა საწვავის ავზი. ![]() ![]() "როცა ოქრო ვიპოვეთ, ყველა იცინოდა, ხუმრობდა და ფიქორბდა ფული როგორ დაეხარჯა. ჩემს დას უნდოდა Land Rover, მე კი ვიყიდიდი Rolls Royce Phantom-ს, უკანა მხარეს გადავჭრიდი, რათა პიკაპი გამოსულიყო." პოლიციის ოფიცრებმა ოქრო წაიღეს ანალიზისთვის და შესანახად; მიდს ოქრო მას შემდეგ აღარ უნახავს. მას აცნობეს, რომ ზოდები ქუვეითიდან იყო, რომელიც სავარაუდოდ მოიპარეს 1991 წელს ერაყის ქუვეითში შეჭრის დროს. კოლექციონერის თქმით, ის დღემდე ნანობს, რომ ოქრო პოლიციას გადასცა. ![]() 436 3-ს მოსწონს
|