x
მეტი
  • 27.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
როგორ გამოიყურებიან უჩვეულო სილამაზის მქონე მსახიობის შვილები? - ვერც კი წარმოიდგენთ
image


ცნობილი ესპანელი მსახიობის როსი დე პალმას უჩვეულო გარეგნობა მისი სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდობაში თანატოლების მხრიდან გოგონა არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი, თუმცა ესპანელი კინოდივა სწორედ თავისი უჩვეულო გარეგნობის წყალობით გახდა მსოფლიოში მეგა პოპულარული, მსახიობმა თავისი სახისგან - ისეთი ბრენდი შექმნა, რამაც მას მსოფლიო აღიარება და სტაბილური შემოსავალი მოუტანა. დღეს, უკვე როსი დე პალმას გარშემომყოფების აზრი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.


image


ესპანელ კინოვარსკვლავს არაერთხელ მოუსმენია მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის შესახებ, თუმცა არასდროს გაუთვალისწინებია რჩევა - გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია რათა "სტანდარტებს" მორგებოდა. ალბათ, როსის ერთხელაც რომ გადაეწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, კინოსამყარო ამ საოცარი ქალის შესახებ ვერასდროს, ვერაფერს გაიგებდა.


image


არაორდინარული გარეგნობის მიუხედავად, რაც პირველ რიგში მის ასიმეტრიულ სახეს, ცხვირის არასტანდარტულ ფორმასა და სხვადასხვა ზომის თვალებს გულისხმობს როსიმ წარმატებას არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში მიაღწია (მსახიობის ფილმოგრაფია 100 - ზე მეტ როლს ითვლის) არამედ მან პოპულარობა ასევე სამოდელო ბიზნესშიც (მისი ფოტოები როგორც წესი, ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანებს ამშვენებს) მოიპოვა, თუმცა რაც ყველაზე მთავარია როსი დე პალმა ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის მუზა გახდა.


image


დე პალმა პირველად სწორედ პედრო ალმადოვარმა შეამჩნია, პირველივე დანახვისთანავე მისი უჩვეულო სილამაზით მოხიბლულმა რეჟისორმა მას დიდ კინოში გაუხსნა გზა და "მახინჯი იხვის ჭუკიდან" კინოდივად გარდაქმნაშიც დაეხმარა, უჩვეულო გარგნობის მსახიობს სწორედ კინოკლასიკოსმა ასწავლა საკუთარი თავის სიყვარული.



image


ეპატაჟური როსი, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ "ულამაზო ლამაზმანი", 58 წლის ასაკშიც წარმატებით აგრძელებს საკუთარი ფილმოგრაფიის გამდიდრებას, გარდა ამისა, ის კვლავ რჩება ერთ - ერთ მოთხოვნად მოდელად და ბიზნესქალბატონად. შეგახსენებთ, რომ მსახიობს საცვლებისა და სუნამოების საკუთარი ხაზიც აქვს.


image



დე პალმას ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მსახიობი ვაჟისა და ქალიშვილის მამის სახელს საიდუმლოდ ინახავს. ლუნას და გაბრიელს ხელოვნებისადმი სიყვარული დედისგან ერგოთ. როსის 23 წლის ვაჟი ვიზუალური ხელოვნებით არის გატაცებული და პარალელურად მუსიკის შექმნითაც გახლავთ დაკავებული.


image


რაც შეეხება, 21 წლის ლუნას, ის ვარსკვლავური მშობლის კვალს გაჰყვა, გოგონა მსახიობობით არის გატაცებული, გარდა ამისა, მან სამოდელო სფეროშიც დიდ წარმატებას მიაღია, დღესდღეობით, ლუნა არაერთი ცნობილი დიზაინერის ფოტოსესიაში მონაწილეობს.


image


მაგრამ რაც შეეხება მათ თავისებურ გარეგნობას, თაყვანისმცემლები ამასთან დაკავშირებით ხშირად კამათობენ. უმრავლესობის აზრით, როსის მემკვიდრეები თავიანთ ცნობილ დედას გარეგნობით საერთოდ არ ჰგვანან. მსახიობის თაყვანისმცემლებს ეჭვი არ ეპარებათ რომ გაბრიელისა და ლუნას ძარღვებში ლათინურ - ამერიკული სისხლი ჩქეფს.


image








0
809
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
809