x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ეგ "ნაშა" ქუთაისში ჩამოსვი და მეორედ არ თქვა - სვანებმა ხუმრობა არ იციანო...."
image

სოციალურ ქსელში სახალისო ამბავი ვრცელდება, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით ამბობენ ნამდვილი ამბავიაო...წაიკითხეთ და იხალისეთ:


"ნამდვილი ამბავია...


თბილისელი და სვანი მაგარი ძმაკაცები გახდებიან. სვანი დაპატიჟებს თბილისელს თავისთან. როცა მიდიან, გზაში სვანი ეუბნება თბილისელს, თუ ძმობაა, ძმობა იყოს - შენი ძმობა უნდა დამიმტკიცო, თუ არა - მოგკლავო...


თბილისელი გაიფიქრებს - განა რა უნდა იყოს ეგეთი ეს ძმობაო და დათანხმდება. ჩავლენ სვანეთში, აქეიფებს სვანი და ეუბნება - აი, რა მინდოდა შენგან - ღამე ჩემ დასთან დაგაწვენ და იცოდე, ხელი არ უნდა ახლოო. თან შუაში ხმალს ჩაუდებს - თუ რამეს იკადრებ, ამ ხმლით მოგაჭრი თავსაო...

დაწვება ეს თბილისელი და არ ასვენებს ეს გოგო, "ეჩალიჩება" და "ეჩალიჩება". ბოლოს ვეღარ მოითმენს ესეც და....

დილით ადგება, გული გახეთქვაზე აქვს. სვანი მიიპატიჟებს მაგიდასთან. თბილისელი ნატრობს, იქნებ, არაფერი გაუგიაო...

- ღვინო გინდა? - ეკითხება სვანი...

- მინდა! - პასუხობს თბილისელი.... სვანი დაასხამს ღვინოს ჭიქაში და სახეში შეასხამს. წამოხტება თბილისელი, ჩაამტვრევს ფანჯარას, გადახტება და გაიქცევა.... გამოეკიდებიან სვანები, გაჩერდი, თორე გესვრითო. გაჩერდება თბილისელი და ეხვეწება სვანებს, ნუ მომკლავთ და ცოლად მოვიყვანო.

- ვაა, სიძე შე ძველო, - გადაეხვევიან სვანები და მთელი ღამე იქეიფებენ.... დილით წავა თბილისელი და წაიყვანს ცოლს. გზაში ურეკავს სვანი და ეუბნება - ეგ "ნაშა" ქუთაისში ჩამოსვი და მეორედ არ თქვა - სვანებმა ხუმრობა არ იციანო...."

0
796
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
796
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0