კინო სამი საინტერესო ისტორია სამი მსახიობის ცხოვრებიდან 2024, 26 იანვარი, 16:57 ![]() 26 იანვარი ერთბაშად სამი ქართველი მსახიობის გარდაცვალების დღეა, ეროსი მანჯგალაძის(1982წ.), დოდო აბაშიძის(1990წ.) და ედიშერ მაღალაშვილის(2005წ.) დღეს შემოგთავაზებთ სამ საინტერესო ისტორიას ამ სამი მსახიობის ცხოვრებიდან ***ეროსი მანჯგალაძეს სამხედრო აღლუმის რადიორეპორტაჟი მიჰყავს.. ჩაივლიან სხვადასხვა სახეობის ნაწილები ტრიბუნასთან, აცხადებს ამას ეროსიც, ტექსტი საქინფორმის უდევს, მშრალი ოფიციალური (ტექსტი როცა მთავრდება, წერია ემბარგო მოხსნილია, ესე იგი, დამთავრდა). მოკლედ, ჩაიარეს სამხედრო ნაწილებმა და ჩაასრულა ეროსიმაც ტექსტი, ემბარგოც მოხსნილია, მარში შეწყდა, მოედანზეც სიჩუმეა... და უცებ, ეროსისთვის მოულოდნელად კიდევ დაცხო მარშმა და ხედავს მორიხინებს კოლონა – მანქანები, რაკეტები რომ ადგათ და საბარგოები, ტყვიამფრქვევები რომ აქვთ მიბმული... ეროსი ვერ მიხვდა, რა ხდება, დაწერილი ტექსტი ჩამთავრებულია (როგორც მერე გაირკვა, ეშხში შესულ ეროსის გაუსწრია ქრონომეტრაჟისთვის), ისევ ეთერშია, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აღმოხდა: „ეს რაღა ჯანდაბაა კაცო?!“ ![]() ![]() ***“ვახტანგ ტაბლიაშვილმა დამიძახა და მითხრა, არ არის მთავარი როლი, მაგრამ შენისთანა ბიჭი კოტეს გარემოცვაში მჭირდება და ჩემთან უნდა მოხვიდეო. ტაბლიაშვილს ვინ ეტყოდა უარს? ის იყო ღმერთი ჩვენთვის. მაშინ დადგა “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, “ერეკლე მეფე”, “დავით აღმაშენებელი”. ზღაპრული სპექტაკლები ჰქონდა. მივედი და როცა კოსტიუმებს და გრიმებს სინჯავდა, ცოტა მოშორებით დავხტოდი, უცებ დამიძახა, მეორე რეჟისორს მოატანინა ტექსტი და მითხრა, ამ სტროფს ისწავლი და სადაც გეტყვი, იქ უნდა გამოჩნდეო. ეპიზოდი, სადაც ფანჯრიდან ვუყურებთ ქეთოს სიმღერას, არ იყო სცენარში და ტაბლიაშვილმა სპეციალურად ჩემთვის მოიგონა. ეს როლი ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ სწორედ ამ პატარა როლმა გამიხსნა გზა თეატრისაკენ.”(ედიშერ მაღალაშვილი) ![]() 627 3-ს მოსწონს
|