სხვა ზამთრის ოლიმპიური თამაშები 100 წლისაა-საინტერესო ფაქტები 2024, 25 იანვარი, 17:19 ![]() ![]() ![]() ![]() ბობსლეი (1) კერლინგი (1) ციგურებით ჩქაროსნული სრიალი (5) თხილამურებით ორჭიდი (1) თხილამურებით სრიალი (2) თხილამურებით ხტომა (1) სამხედრო პატრულების შეჯიბრი (1) ფიგურული სრიალი (3) ჰოკეი (1) ![]() ![]() ამ თამაშებში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ფინელი მოციგურავე კლაეს ტუნბერგი გახდა, რომელმაც ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის სამი ოქრო. არაოფიციალურ გუნდურ შეჯიბრში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო, სულ 17 მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. რამდენიმე საინტერესო ფაქტი: ***1924 წლიდან 1992 წლამდე ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა იმავე წლებში, 1994 წლიდან დაიწყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ზაფხულის ოლიმპიადიდან 2 წლის შემდეგ. *** დღესდღეობით სპორტის 15 სახეობაში იმართება თამაშები, აღარ არსებობს სამხედრო პატრულების შეჯიბრი, კერლინგი კი 1924 წლის შემდგომ მხოლოდ 1998 წელს დაუბრუნდა ოლიმპიურ თამაშებს. ***ნორვეგიას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას: 405 (142 ოქრო, 141 ვერცხლი და 122 ბრინჯაო). ***1952 წლის ოსლოში გამართულ თამაშებზე კომპიუტერები პირველად გამოიყენეს ფიგურულ სრიალში ქულების დასათვლელად, რაც მყისიერად შედეგის გამოცხადების საშუალებას იძლეოდა. ***ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მარიტ ბიორგენზე მეტი მედალი არავის მოუპოვებია. ნორვეგიელ მოთხილამურეს 15 მედალი აქვს: რვა ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ***ფიგურული მოცურავე, 11 წლის სესილია კოლეჯი დიდი ბრიტანეთიდან იყო ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, 1932 წლის ლეიკ -პლესიდის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და რამდენიმე დღით უმცროსი, ასევე ბრიტანელ მოციგურავე მეგან ტეილორზე. ***ოლიმპიადების ისტორიაში საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა(რუსეთმა)-9-ჯერ, მას მოჰყვება ნორვეგია-7 ჯერ და გერმანია(გდრ)-4-ჯერ. 43 3-ს მოსწონს
|