x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკა არაბიძე "რუსთავი 2"–ზე დაბრუნდა – მისი შოუ "ფორმულამ" დახურა
image

.

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ნიკა არაბიძის იუმორისტული გადაცემა დაიხურა. ეს მხოლოდ ერთი გადაცემა იყო, რომელიც კომედი ჯგუფის 5 გადაცემის დახურვის შემდეგ ფორმულაზე დარჩა. გუნდმა კი დამოუკიდებელი კორპორაცია დააფუძნა.

.


უკვე დადასტურებულია ისიც, რომ ნიკა არაბიძე რუსთავი 2–ის ეთერშ იუმორისტულ გადაცემას გააკეთებს. რუსთავი 2–ის ეთერში რამდენიმე დღეა ტრიალებს ანონსი, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა არაბიძე იუმორისტულ გადაცემას პაატა გულიაშცილთან ერთად გააკეთებს. თუმცა, ზუსტი დრო, თუ როდის ვიხილავთ შოუმენების ახალ ფორმატს, ჯერ უცნობია. რუსთავი 2–ზე დაბრუნდა კობა ბარათელიც.

.

უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ცე­მა ფორმულას ეთე­ში 30 დე­კემ­ბერს გა­ვი­და. იუ­მო­რის­ტი "ამბებთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მშობ­ლი­უ­რი არ­ხის და­ტო­ვე­ბა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით მარტო მე დავ­ბრუნ­დი "რუს­თა­ვი 2“-ზე და მო­მა­ვალ­ში, რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, არ ვიცი. "ღა­მის შოუს“ ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა ეს გა­და­ცე­მა და მე და ბა­ტო­ნი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თად წა­ვიყ­ვანთ.

თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2“-ზე აღარ ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მი­ხა­რია, რომ ასე დამ­ხვდნენ“.

- თქვენ რას აბ­რა­ლებთ "ფორმულაზე" გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას, რე­ი­ტინ­გის პრობ­ლე­მა იყო?

- ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა ვიცი, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა რა და ცვლი­ლე­ბე­ბის დრო იყო.

- რუსთავი 2-ზე პო­ლი­ტი­კა­ზე იხუმ­რებთ?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტო­მაც არა, არ გა­მოვ­რი­ცავ, რომ ასეც იყოს.

– ნიკა, იუ­მო­რის­ტე­ბი არ­ხის შეც­ვლის შემ­დეგ ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი ჰქონ­დათ იმ არხზე, სა­დაც იქამ­დე იყ­ვნენ. თქვენ გქონ­დათ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა “ფორ­მუ­ლა­ზე“?

– არ ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვში, რომ ვი­ღა­ცას რამე ტყუ­ი­ლად და­აბ­რა­ლოს. ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მე ზე­ვი­დან რა­მეს მე­უბ­ნე­ბო­და. ახლა რო­გორც ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ მე, პა­ა­ტა და გუნ­დი ისე იქ­ნე­ბა. ' ambebi.ge

.

ნიკა არაბიძე „კომედი ჯგუფის“ მსახიობი იყო. „კომედი ჯგუფმა“ 2019 წელს განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა. თუმცა არაბიძე მაშინ ვანი ჯავახიშვილს გვარამიას არხზე არ გაჰყვა და რუსთავი 2–ში დარჩა, იუმორისტული გადაცემაც დაიწყო, თუმცა მალე მისი გუნდიც ფორმულაზე გადაბარგდა.

.

დღეს კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა და დაადასტურა, რომ არაბიძე მათთან აღარ იმუშავებს.


საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,
C Corporation-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კომედი ჯგუფი, ავრცელებს განცხადებას:
ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ კომედი ჯგუფი დატოვა. სწორედ ამ მიზეზით, ‘’ნიკა არაბიძის შოუ“, რომელსაც C Corporation-ი ტელეკომპანია ფორმულასთვის ამზადებდა, ეთერში აღარ გავა.
ჩვენი გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მიმდინარე პროექტებსა და ახალ იდეებზე მუშაობას.
პატივისცემით: C Corporation-ის ადმინისტრაცია. –– ნათქვამია განცხადებაში.
.
0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0