საზოგადოება ნიკა არაბიძე "რუსთავი 2"–ზე დაბრუნდა –– "ფორმულამ" კი მისი შოუ დახურა 2024, 22 იანვარი, 11:13
.
ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ნიკა არაბიძის იუმორისტული გადაცემა დაიხურა. ეს მხოლოდ ერთი გადაცემა იყო, რომელიც კომედი ჯგუფის 5 გადაცემის დახურვის შემდეგ ფორმულაზე დარჩა. გუნდმა კი დამოუკიდებელი კორპორაცია დააფუძნა.
.
უკვე დადასტურებულია ისიც, რომ ნიკა არაბიძე რუსთავი 2–ის ეთერშ იუმორისტულ გადაცემას გააკეთებს. რუსთავი 2–ის ეთერში რამდენიმე დღეა ტრიალებს ანონსი, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა არაბიძე იუმორისტულ გადაცემას პაატა გულიაშცილთან ერთად გააკეთებს. თუმცა, ზუსტი დრო, თუ როდის ვიხილავთ შოუმენების ახალ ფორმატს, ჯერ უცნობია. რუსთავი 2–ზე დაბრუნდა კობა ბარათელიც. . უკანასკნელი გადაცემა ფორმულას ეთეში 30 დეკემბერს გავიდა. იუმორისტი "ამბებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ წლების წინ ძალიან განიცადა მშობლიური არხის დატოვება. „ჯერჯერობით მარტო მე დავბრუნდი "რუსთავი 2“-ზე და მომავალში, რა როგორი იქნება, არ ვიცი. "ღამის შოუს“ ფორმატის იქნება ეს გადაცემა და მე და ბატონი პაატა გულიაშვილი ერთად წავიყვანთ. თავის დროზე, როდესაც "რუსთავი 2“-ზე აღარ ვიყავით, ძალიან მტკივნეულად გადავიტანე. დაბრუნების შემდეგ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახე, ყველას ძალიან გაუხარდა, მიხარია, რომ ასე დამხვდნენ“. - თქვენ რას აბრალებთ "ფორმულაზე" გადაცემის დახურვას, რეიტინგის პრობლემა იყო? - ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, მე პირადად ძალიან დამღალა რა და ცვლილებების დრო იყო. - რუსთავი 2-ზე პოლიტიკაზე იხუმრებთ? - ზუსტად ვერ გეტყვით, რა როგორ იქნება, მაგრამ რატომაც არა, არ გამოვრიცავ, რომ ასეც იყოს. – ნიკა, იუმორისტები არხის შეცვლის შემდეგ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეზღუდვები ჰქონდათ იმ არხზე, სადაც იქამდე იყვნენ. თქვენ გქონდათ რაიმე შეზღუდვა “ფორმულაზე“? – არ ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომ ვიღაცას რამე ტყუილად დააბრალოს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ზევიდან რამეს მეუბნებოდა. ახლა როგორც ჩავთვლით საჭიროდ მე, პაატა და გუნდი ისე იქნება. ' ambebi.ge . ნიკა არაბიძე „კომედი ჯგუფის“ მსახიობი იყო. „კომედი ჯგუფმა“ 2019 წელს განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა. თუმცა არაბიძე მაშინ ვანი ჯავახიშვილს გვარამიას არხზე არ გაჰყვა და რუსთავი 2–ში დარჩა, იუმორისტული გადაცემაც დაიწყო, თუმცა მალე მისი გუნდიც ფორმულაზე გადაბარგდა. . დღეს კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა და დაადასტურა, რომ არაბიძე მათთან აღარ იმუშავებს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,
C Corporation-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის კომედი ჯგუფი, ავრცელებს განცხადებას:
ტელეწამყვანმა ნიკა არაბიძემ კომედი ჯგუფი დატოვა. სწორედ ამ მიზეზით, ‘’ნიკა არაბიძის შოუ“, რომელსაც C Corporation-ი ტელეკომპანია ფორმულასთვის ამზადებდა, ეთერში აღარ გავა.
ჩვენი გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მიმდინარე პროექტებსა და ახალ იდეებზე მუშაობას.
პატივისცემით: C Corporation-ის ადმინისტრაცია. –– ნათქვამია განცხადებაში.
.
149 შეფასება არ არის
|