სხვა ეშმაკის კარუსელი – აუხსნელი ფენომენი, რომელიც ოკეანეში ხდება 19 იანვარი, 17:22 მეცნიერები უსაფუძვლოდ არ თვლიან, რომ კოსმოსი მსოფლიო ოკეანეზე უკეთ შესწავლილია. მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ ამოხსნა ბევრი ფენომენი, რომელთაც მეზღვაურები საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდნენ. ერთ–ერთი მათგანია „ეშმაკის კარუსელი“ – გრანდიოზული და საშიში სანახაობა, რომელიც ცნობილია სხვადასხვა ეპოქისა და კონტინენტის მეზღვაურებისთვის. აზიაში მას ნაკლებად საშიში სახელი ჰქონდა, „ბუდას ბორბალი“, მაგრამ ხალხს არანაკლებ აშინებდა.
ვინ ნახა პირველად „ეშმაკის კარუსელი“ და როდის მოხდა, უცნობია. ამ მოვლენის აღწერა გვხვდება ანტიკურ და შუა საუკუნეების წყაროებში. დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ადამიანს არ სჯეროდა მბრუნავი სინათლის წრეების არსებობა და მათ შესახებ ისტორიებს ზღვის ამბებს მიაწერდა. ზღვის ამბავი თუ ბუნებრივი მოვლენა? ფენომენი დოკუმენტურად პირველად 1879 წელს დაფიქსირდა. ბრიტანული სამხედრო ხომალდის „Hawk“ კაპიტანმა, გვარად ევანსმა, გემის ჟურნალში ჩაწერა წყლის ზედაპირზე უცნაური ნათების შესახებ, რომელიც ეკიპაჟის ათეულმა წევრმა ნახა. მოხსენებაც გააგზავნა, მაგრამ არავინ დაუჯერა. უფრო მეტიც, დასჯას დაჰპირდნენ, თუ ფანტაზიების გავრცელებას გააგრძელებდა, და შეახსენეს, რომ გემის ჟურნალში თვითნებობა მკაცრად ისჯება. ევანსს უცნაური წრეები აღარ უხსენებია, მაგრამ „Hawk“–ის მეზღვაურებმა ეს ამბავი ცნობილი გახადეს. ყველაფერი მოხდა უქარო ღამეს, როცა იალქნიანი გემი სპარსეთის ყურეში მიცურავდა. 2 უზარმაზარი მანათობელი წრე, სულ მცირე 300 მ დიამეტრის, გემის მარჯვენა მხრიდან გამოჩნდა. ყველა, ვინც ეს დაინახა, პანიკამ შეიპყრო. ზოგი მოგვიანებით იხსენებდა, ყურებზე ძლიერი ზეწოლაც იგრძნეს. წრეები ანათებდნენ და ტრიალებდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ თანდათან გაფერმკრთალდა და გაქრა. მალევე ყველამ შვება იგრძნო. როცა ინგლისის პორტებში „ეშმაკის კარუსელზე“ ლაპარაკი დაიწყეს, გაირკვა, რომ ის ბევრს ნანახი ჰქონდა. 1902 წელს გემმა Fort Salisbury სწორედ ამ წრეებში გაცურა გვინეის ყურეში. აქაც გემის ეკიპაჟი შიშმა მოიცვა. ზოგმა დაინახა, რომ გემის მხარეს წყლიდან ამოვიდა ცეცხლით გარშემორტყმული უცნაური ობიექტი და რამდენიმე წამში ისევ ჩაყვინთა. 1907 წელს გემის „დელტა“ მეზღვაურები „კარუსელს“ შეხვდნენ მალაკის სრუტეში, კუნძულ კალიმანტანთან. კაპიტნის თანაშემწემ მითითებები ნათლად შეასრულა და მოვლენა ჟურნალში დააფიქსირა. ჩაწერა, რომ დაინახა ყვითელი ფერის სხივები, რომლებიც ოკეანის ზედაპირზე პროპელერივით ბრუნავდა. თითოეული სხივის სიგრძე მინიმუმ 300 მეტრი იყო. „ეშმაკის კარუსელი“ და მეცნიერება „ეშმაკის კარუსელი“ ნახსენები არის ისეთ წყაროებში, რომელთანაც შედავება რთულია. ჩარლზ დარვინმა, ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა, რაღაც მსგავსი აღწერა თავის ცნობილ „ბიგლით მოგზაურობაში“. 1977 წელს 150–200 მეტრი რადიუსის წრის ცენტრში აღმოჩნდა საბჭოთა კვლევითი ხომალდი „ვლადიმერ ვორობიოვი“. ეს მოხდა ღამით ბენგალის ყურეში. წრე მინიმუმ ნახევარი საათი ტრიალებდა, შემდეგ შემცირება დაიწყო და გაქრა. მეცნიერებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მოვლენის გამოკვლევა სცადეს. მათ გაზომეს წყლის ტემპერატურა წრის ზონაში და ნიმუშები აიღეს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ოკეანის ზედაპირზე, ისევე როგორც, ყურის სხვა ადგილას +26 გრადუსი ტემპერატურა იყო. წყალში ვერ აღმოაჩინეს პლანქტონის ან სხვა ორგანიზმების კვალი, რომელსაც წყლის ნათების გამოწვევა შეუძლია. უჩვეულო ვერაფერი შეამჩნიეს. ადრე მანათობელი წრეები აიხსნებოდა პლანქტონის არსებობით, რომელიც გარკვეულ ადგილებში წყალქვეშა მიწისძვრების გამო გროვდება. დღეისათვის არსებობს 100–ზე მეტი ჰიპოთეზა „ეშმაკის კარუსელის“ მოვლენის შესახებ, მაგრამ არც ერთ მათგანს საკმარისი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, რომ საიდუმლოს ახსნა შეძლოს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში? 2. რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები? 3. პირველი სიცილაკი ხეთებმა 4000 წლის წინ მოიფიქრეს. ამ ნიშნით ნივთებს რთავდნენ 4. პანთეონის კარის საიდუმლო, რომელიც 17 ტონას იწონის, მაგრამ მისი გაღება ერთ ადამიანს შეუძლია 5. „ხორცის წვიმა“ კენტუკში: მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიდნენ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში 6. რა დაემართება დედამიწას, თუ მასზე მთელი ყინული გადნება? უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 358 1-ს მოსწონს |