x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
3 გამორჩეულად ლამაზი ფილმი, რომლებიიც არ იცოდით, რომ რიმეიქებს წარმოადგენდნენ

ალბათ, ერთადერთი ადამიანი არ ვარ, ვისაც ორიგინალი ფილმები რიმეიქებზე ადრე აქვს ნანახი და შემდეგ ისე აღმოაჩენდით რიმეიქებს, ხოლმე, რომ არც კი გქონდათ წარმოდგენა რომ ეს ფილმი რიმეიქს წარმოადგენდა და გიკვირდათ, როგორი პლაგიატიზმის დონემდე ასულან ამერიკელებიო. მოკლედ, ხუმრობას შევეშვათ და წარმოგიდგენთ 3 გამორჩეულად ლამაზ ფილმს, რომელიც არ იცოდით, რომ რიმეიქებს წარმოადგენდნენ.



1. საიდუმლო მათ თვალებში (2009/2015)


ეს ფილმი წარმოუდგენლად მიყვარს, მარტო მისი ფრაზებიც კი გამორჩეულად ლამაზს ხდის ამ ფილმს, მაგალითად: "მაგრამ, ყველაზე წყეული სიტყვაა, რაც კი ამქვეყნად არსებობს: მიყვარხარ, მაგრამ.. შემიძლია ვიყო, მაგრამ.. მძიმე სიტუაციაა არაა, მაგრამ.. გესმის არა? სიტყვა, რომელიც შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო, მაგრამ ამავდროულად არაფერი არაა..''.. და "მოგონებები ერთადერთი რამაა, რასთან ერთადაც ადამიანი, საბოლოოდ, რჩები.. ეცადე ლამაზი მოგონებები მაინც აარჩიო''.. (ამ ფრაზის დიადი მნიშვნელობა ადრეც გავაცნობიერე, მაგრამ ეხლა უფრო მეტად, რადგან მოგონებების მსგავსი სიმძიმე და მელანქოლიურობა სხვა არაფერს არ გააჩნია)...


ეს ფილმი ალბათ, კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ჩემნაირ ინტროვერტ ხალხზეა, რომელსაც ემოციების წარმოჩენა მხოლოდ წერით და არა წარმოთქმული სიტყვებით შეუძლიათ.. და ასევე, ისეთ ხალხზე, რომლებსაც მიტევება არ შეუძლიათ და ზოგჯერ, დუმილი ძალზე კარგი გამოსავალია, ასეთი, ხალხისათვის.. ორიგინალი ფილმის ერთ-ერთი, ცალკეული სცენა, კერძოდ, მთავარი პერსონაჟი "temo''(მეშინია)-ს რომ ''te amo''(მიყვარხარ)-დ გადააკეთებს, სასწაულებრივად, ლამაზ სცენას წარმოადგენს და ძალიან, მიყვარს, მოცემული მომენტი.. ამიტომაც, ვაღიარებ ამ ფილმის მხოლოდ არგენტინულ და ორიგინალ ვერსიას, რომელმაც ოსკარი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, ხოლო რიმეიქი, რომელსაც უფრო მეტმა ადამიანმა უყურა და აღიარა, ჩემთვის, უინტერესოა და არც კი მსურს მისი ყურება, რადგან ჩემთვის ორიგინალია ყველაფერი..


imageimage

2. გაახილე თვალები (2000) და ვანილის ცა (2001)


ამ ფილმების გენიალურობასა და სცანარისტის, კოსმოსში გატყორცნილ აზროვნებაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეს ისედაც ცხადზე ცხადია. მაგრამ ეს ჩემთვის იმ ერთადერთ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ორიგინალივით მიყვარს, რიმეიქი.. "შემდეგ ცხოვრებაში გნახავ.. სადაც, ორივე კატები ვიქნებით..'' ძალიან მიყვარს მოცემული ფრაზა (მარტო იმიტომ არა რომ შემდეგი ცხოვრების მჯერა და ცხოველების უფლებების დაცვა ჩემს მთავარ მისიად მიმაჩნია, არამედ იმიტომაც, თუ რამდენად, ლამაზი და ნოსტალგიურია, ზემოაღნიშნული, ფრაზა).


ჩემი აზრით 90-იანები და 2000-იანები, შეძლებისდაგვარად, გვართხილებდნენ იმ სავალალო შედეგებზე, რომლებსაც 2020-იანები მოგვიტანდა, რაც სამწუხაროდ ასეცაა.. ადამიანებს აღარც ერთმანეთთან კომუნიკაცია სურთ, სიბერეზე და თავიანთი გარეგნობის დაკარგვაზე მეტად არაფერი აშინებთ (როგორც მოცემულ ფილმებშია) და იმდენ დიდი დოზით მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, რომ საკუთარ იდენტობასა და გარეგნობას, ერთ წამში, უპრობლემოდ, კარგავენ.. ზოგჯერ, უბრალოდ მინდა, 90-იანებში კი არ დავბადებულიყავი, არამედ ამ ეპოქაში მეცხოვრა.. მგონია, რომ ცხოვრება, თავისი პრობლემების მიუხედავად, მაინც უფრო მეტად მარტივი და ტკბილი იქნებოდა.. ეხლა კი, ხმასაც აღარავინ გაგცემთ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ.. ეგაა ცხოვრება, ერთი ეგ მითხარით??!!

imageimage

3. ზღვასთან (2000) და სახლი ტბის პირას (2006)


ცხოვრება ძალზე ირონიულია არა? თუნდაც, ლი ჯუნგ-ჯის და ჯუნგ ჯი-ჰუნის მაგალითი ავიღოთ, რომლებსაც პოპულარობა, ისეთმა სერიალებმა მოუპოვა, როგორებიცაა, "კალმარის თამაში'' და "ჩემი სიყვარული სხვა ვარსკვლავიდან'', როდესაც მათ უკვე ისეთ მშვენიერ ფილმში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, როგორიცაა "ზღვასთან''.


თუმცა, ეს ფილმი სამწუხაროდ საყოველთაოდ ცნობილი იმ აღნიშნულ პერიოდში ვერ გახდა და კორეის ფარგლებს გარეთაც ამ ფილმზე ბევრი არავინ, არაფერი, იცოდა.. სანამ არ გადაიღებდნენ "სახლი ტბის პირას'', რომელმაც დიდი მოწონება და კრიტიკოსების მიერ აღიარებაც კი დაიმსახურა სანდრა ბულოკისა და კიანუ რივზის, ფენომენალური, შესრულების გამო...


ასე, რომ ამ ყველაფრით, იმის თქმა მსურდა, რომ არასდროს არ დანებდეთ და თუკი ოცნება გაქვთ, უარი არასდროს არ თქვათ მასზე, რადგან ადრე თუ გვიან მაინც დაფასდებით და აიხდენთ, თქვენს, ყველა სანუკვარ ოცნებას..

image

image

დიდი სიყვარულითა და

პატივისცემით, თქვენი

ლიკა ზუბიაშვილი <3 <3

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0