x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
5 ფრაზა, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს თქვენი შვილისთვის და 5 რამ, რაც მათ ნაცვლად უნა უთხრათ

სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ის, რაც ბავშვობაში გვესმის მშობლებისგან, შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში. სიყვარულით სავსე და გულისხმიერი სიტყვები გვასწავლის და გვეხმარება ვიყოთ უკეთესი ადამიანები, ხოლო ბრაზითა და ეჭვით ნათქვამი სიტყვები აქვეითებს ჩვენს თვითშეფასებას და წლების განმავლობაში გვაიძულებს საკუთარ თავში მუდამ გვეპარებოდეს ეჭვი.


ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვეულებრივმა ფრაზებმა, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარნი ჩანან, შეიძლება შეასუსტონ ბავშვის თვითშეფასება და დაუცველობის გრძნობა გაუჩინონ.


სტატია ნათარგმნია Bright Side-დამ და მოცემულია 5 ფრაზა რომლის თქმასაც უნდა მოვერიდოთ შვილებთან საუბრის დროს.





1.


მოერიდეთ თქმას: "მე ძალიან ვამაყობ შენით!" ან "ყოჩაღ, მაგარია"



მის ნაცვლად სცადეთ: "შენ უნდა იამაყო იმით რაც გააკეთე" ან "ეს თავსატეხი ძალიან სწრაფად გააკეთე".


პირველი ფრაზა უდანაშაულოდ გამოიყურება, მაგრამ სახიფათოა.

როდესაც მშობლები ადიდებენ ბავშვებს ყოველი წვრილმანისთვის, სადილის დამთავრებიდან დაწყებული ნახატის დახატვამდე დამთავრებული. ასეთი მუდმივი ქება ყველაფერზე უაზრო ხდება.


ამის ნაცვლად, შეეცადეთ შეაქოთ თქვენი შვილის მიღწევებთან დაკავშირებული კონკრეტული რამ და წაახალისოთ იყვნენ თვითკრიტიკულები და იამაყონ იმით, რაც მართლაც კარგად გააკეთეს.



image






2.



მოერიდეთ თქმას: „როგორ ჩაიარა დღემ?“

მის ნაცვლად სცადეთ: "რა იყო შენი დღის საუკეთესო ნაწილი?"


"Როგორ იყო შენი დღე?" ან როგორ ჩაიარა შენმა დღემ?" სინამდვილეში ცარიელი კითხვაა, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ერთ, ან ორ სიტყვიან პასუხს. თუ ნამდვილად გსურთ იცოდეთ როგორი იყო თქვენი შვილის დღე, დაუსვით კონკრეტული კითხვები, რომლებიც ხელს უწყობენ გრძელ და დეტალურ პასუხებს.



image







3.


მოერიდეთ თქმას: „დამტოვე მარტო!"

მის ნაცვლად სცადეთ: "რა მოხდა?" ან "გთხოვ, მომეცი ერთი წუთი, რომ დავასრულო რასაც ვაკეთებ და შემდეგ ვილაპარაკოთ, კარგი?"


თუ შენს შვილს ყოველთვის იშორებ თავიდან, ის მალე დაიწყებს ფიქრს, რომ შენგან დახმარების, ან რჩევის თხოვნას აზრი არ აქვს, რადგან ყოველთვის დაკავებული ხარ. როდესაც ბავშვები ბავშვობაში არ იღებენ საკმარის მხარდაჭერას, ისინი თანდათანობით იკეტებიან საკუთარ თავში და რაც უფრო გაიზრდებიან მით ნაკლებად გაუზიარებენ მშობლებს თავიანთ ემოციებსა და აზრებს.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მიაქციოთ თქვენს შვილს მთელი ყურადღება, მოთმინებით სთხოვეთ, მოგცეთ რამდენიმე წუთი, რათა დაასრულოთ ის რასაც აკეთებთ და შემდეგ მოუსმინოთ.



image






4.


მოერიდეთ თქმას: "ნუ ტირი!"

მის ნაცვლად სცადეთ: "რა მოხდა?" ან "რამ გაგაბრაზა ასე?"


ტირილი სრულიად ნორმალურია, მაშინაც კი, თუ თქვენი შვილის ტირილის მიზეზი არ გეჩვენებათ მნიშვნელოვანად. თუ მას ეტყვით "ნუ ტირი!", "შეწყვიტე ახლავე ტირილი!" ამით ამცირებთ თქვენი შვილის გრძნობებს და უმნიშვნელოს ხდით. სანაცვლოდ შეგიძლიათ უთანაგრძნოთ და აჩვენოთ, რომ გსურთ მისი დახმარება.


image






5.


მოერიდეთ თქმას: "შენს ასაკში მე ამას ვაკეთებდი!"

მის ნაცვლად სცადეთ: "ნება მომეცი გასწავლო როგორ უნდა გააკეთო ეს!"


ყველა ბავშვი განსხვავებულად ვითარდება და თქვენი შვილის სხვებთან შედარება, თუნდაც ეს თქვენ იყოთ, არ არის კარგი იდეა, ეს მის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას ანადგურებს.

ამიტომ, შეეცადეთ ასწავლოთ როგორ გააკეთოს ის, რაც ჯერ არ შეუძლია.



image








0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0