ფსიქოლოგია გარეგნობის ამ 6 ფაქტით, გამოიცნობთ ადამიანის ხასიათს 2021, 17 თებერვალი, 18:41 ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სახეს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა ჩვენი პიროვნების შესახებ. კარმენ ლეფევრი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯიდან გვარწმუნებს, რომ გარეგნობა გენების, ჰორმონების და ცხოვრების წესის შედეგია. ამიტომ ადამიანის სახე ნამდვილად შეიძლება იყოს სულის სარკე. 1. სახის ფორმამეცნიერებმა დაამტკიცეს კავშირი სახის ფორმასა და დომინანტობას შორის. 2010 წლის მსოფლიო თასის შესწავლისას, კიტ უელკერმა, კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტიდან, დაადასტურა, რომ თანაფარდობა ფეხბურთელთა სახის სიგანესა და სიმაღლეს შორის შეიძლება წინასწარმეტყველებდეს იმაზე, თუ რამდენ გოლს გაიტანებენ ისინი. საშუალო თანაფარდობა, როგორც წესი, დაახლოებით 2-ია. აბრაამ ლინკოლნის კოეფიციენტი იყო 1, 93. შეგიძლიათ გამოთვალოთ საკუთარი სახის სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა შემდეგნაირად: სიგანე: გაზომეთ მანძილი ყურებს შორის, თვალების ზედა ხაზიდან. სიმაღლე: ზედა ტუჩიდან თვალების ზედა ხაზამდე. რაც უფრო მეტად თანაფარდი იქნება სიგრძე და სიგანე ერთმანეთთან მით მეტია წარმატების შანსი. 2. ცხვირის ზომა და ამბიციები2013 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ Craniofacial Surgery- ში სახის 1700 ფოტოსურათი, სადაც მკვლევარებმა შეისწავლეს ცხვირის 14 სხვადასხვა ფორმა და დააკავშირეს ისინი სხვადასხვა პიროვნების ტიპებთან. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია ცხვირი, მით უფრო ამბიციურია მისი პატრონი და გრძელი ცხვირის მქონეები უფრო პერფექციონისტები არიან. მეცნიერებმა ცხვირის წვერიც კი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ თუ დიდი და ხორციანია, ეს ადამიანი შესანიშნავი ინვესტორი და ფინანსისტი იქნება, ხოლო თუ წვერი მცირე და დელიკატურია, მის მფლობელს დიდად არ აინტერესებს ფულის დაზოგვა. 3. ნაოჭებინაოჭები ავლენს არა მხოლოდ ადამიანის ასაკს, არამედ მათ ხასიათსაც. ნაოჭები ჩნდება ადამიანის ემოციების შესაბამისად, მაგალითად სიცილის, ტირილის, ნერვიულობის და დაძაბულობის შედეგად, რა დროსაც სახის კანი სხვადასხვა ფორმით იჭიმება. რასაც მიმიკური ნაოჭები ჰქვია. თვალის ირგვლივ და ტუჩების კიდეზე ნაოჭები მიუთითებს, რომ ადამიანი არის ემოციური, ოპტიმისტი და გულწერფელად უყვარს სიცილი. შუბლზე არსებული ნაოჭები მიუთითებს, რომ ის არის სერიოზული ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა. 4. შენი სელფი შენი მოკლე ავტობიოგრაფიაალინ კიმ, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, გააანალიზა 123 სელფი, რომელიც გადაღებულია Sina Weibo– სგან, ჩინური მიკრო ბლოგინგის საიტიდან, რომელიც მსგავსია Twitter–ის. მან კავშირი აღმოაჩინა სელფის ტიპებსა და ადამიანის პიროვნულ თვისებებს შორის. მეგობრული ხალხი ამჯობინებს სელფის გადაღებას ქვემოდან. ის ადამიანები, რომლებიც გახსნილნი არიან ახალი გამოცდილებისთვის, უფრო ხშირად ავლენენ დადებით ემოციებს და არ ეშინიათ თავიანთ ფოტოებზე სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. ნევროზულ ადამიანებს აქვთ სელფისადმი გამძაფრებული დამოკიდებულება, და მათ არ უყვართ სასაცილოდ გამოჩენა. 5. გამოკვეთილი ყბები და ლოყებილონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტესტოსტერონის მაღალი დონის მამაკაცებს აქვთ ფართო სახე და სქელი ყბები. ამ ჰორმონის დონეს პირდაპირი კავშირი აქვს აგრესიულობასთან, დომინირებასთან და მეამბოხე სულთან. სხვათა შორის, ამას ქვეცნობიერად გრძნობენ ქალები. ამ ხრიკს რეგულარულად იყენებენ კინორეჟისორები, რომლებიც არჩევენ მამაკაცებს უხეში სახის მახასიათებლებით ალფა-მამრების, მეამბოხეების და ბოროტმოქმედების როლებისთვის. 6. ადამიანის პროფესიის გამოცნობა, მხოლოდ ერთი "გასროლით"ბევრი ჩვენგანი ფოტოს გადაღებისას გარკვეულ მხარეს იბრუნებს სხეულს, ფიქრობს, რომ ამ გზით უფრო მიმზიდველად გამოიყურება. სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მოქმედების მიზეზები გაცილებით ღრმაა. გამოდის, რომ ინჟინრები, მათემატიკოსები და ქიმიკოსები უფრო ხშირად მარჯვენა მხარეს ტრიალდებიან ფოტოს გადაღებისას, ხოლო მხატვრები და ფსიქოლოგები მარცხენა მხარეს. 365 6-ს მოსწონს
|