x
image
ნინო ხიმშიაშვილი
8 მიზეზი, რის გამოც შიში კარგია ჩვენთვის

იმ ადამიანებისთვის, ვისაც შიში ან რაიმე სახის ფობია აქვთ, ფსიქოლოგებს ფსიქოთერაპიის გარდა, ახლა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებიც აქვთ.



ისინი ვირტუალურ რეალობას იყენებენ, რათა დაეხმარონ მატ შფოთვის დაძლევაში.


მაგალითად, თუ ბრბოს გეშინიათ, ფსიქოლოგი დაგეხმარებათ ვირტუალურ სიტუაციაში მოხვდეთ, სადაც ხალხით იქნებით გარშემორტყმული. იმ კონკრეტული შიშის წინაშე პირისპირ დადგომა, არის ერთ-ერთი გზა რათა დაძლიოთ ისინი სამუდამოდ.



თუმცა აღმოჩნდა, რომ შიშებს ყოველთვის არ სჭირდება მკურნალობა, რადგან ისინი გარკვეულწილად ადამიანისთვის სარგებლის მომტანია ხოლმე, მაგალითად შიში გვიძლიერებს დაცვით უნარს, იმუნიტეტს, ან გვეხმარება კალორიების წვაში.




მოდი ვნახოთ რამდენიმე მათგანი:





1. შიში მოქმედებს წონის კლებაზე

image


ცოტა შიშის განცდა უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე მაშინ, როდესაც არაფრის გეშინია. პულსის სიჩქარის მომატებასთან ერთად, სხეული განიცდის ადრენალინის ნაკადს. ჩვენი მეტაბოლიზმი ჩქარდება და ამ პროცესში შაქარი და ცხიმი იწვის.


ერთ-ერთ კვლევაში, ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანები უყურებდნენ საშინელებათა ფილმებს, როგორიცაა The Shining ან The Exorcist, მათ 113 კალორია დაწვეს, ეს იგივეა, რაც ფეხით ნახევარსაათიანი სიარული.







2. შიში გვეხმარება პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში

image


როდესაც ექიმს ვსტუმრობთ და ისინი ამოწმებენ ჩვენს სისხლის ანალიზს, ხშირად გვაფრთხილებენ, რომ შაქრის მაღალი დონეა და არსებობს დიაბეტის რისკი. ეს გვაშინებს და ვიწყებთ ექიმის მითითების ზედმიწევნით შესრულებას, მაგალითად შაქრის შემცველ პროდუქტებზე უარის თქმას, ან მათ შემცირებას.





3. შიში აძლიერებს იმუნურ სისტემას

image


დიდ ბრიტანეთში, კოვენტრის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში მონაწილეებმა საშინელებათა ფილმების კადრები დაათვალიერეს. შემდეგ მკვლევარებმა მათი სისხლის ნიმუშები აიღეს. შედეგებმა აჩვენა, რომ შიშის გრძნობამ ლეიკოციტების გააქტიურება გამოიწვია. რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნურ სისტემას, რა დროსაც ორგანიზმი ადვილად ებრძვის სხვადასხვა ტიპის ბაქტერიას.






4. შიში გვეხმარება სწრაფად დავაღწიოთ თავი უსიამოვნებებს

image


როდესაც ღამით ცუდად განათებულ ქუჩაში ვართ, ან უკნიდან ნაბიჯების ხმა გვესმის, დიდ დროს არ ვუთმობთ ჩვენს ქმედებებზე ფიქრს: ჩვენ ინსტინქტურად ვიწყებთ უფრო სწრაფად სიარულს და ვცდილობთ უფრო მალე მივაღწიოთ სახლში, ან უსაფრთხო ადგილას. ასე იმიტომ ხდება, რომ შიში აიძულებს ტვინს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და გამოსავალი მოძებნოს იმის ნაცვლად, რომ დრო დახარჯოს სიტუაციის დეტალური ანალიზზე.







5. შიში გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან


image


როდესაც შიშს გრძნობთ, გამოიყოფა ოქსიტოცინი, ჰორმონი, რომელიც დაგეხმარებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობის დამყარებაში. ჩვენ ყველას გვაქვს გადარჩენის ინსტიქტი და ეს გვაიძულებს სხვა ადამიანთან ურთიერთობას, რათა გადავლახოთ მარტო დარჩენის საშიშროება. ამის შესანიშნავი მაგალითია ის, როდესაც საშინელი ფილმის ყურებას მარტო არ ამჯობიებენ ხოლმე.






6. შიში გვაძლევს მოტივაციის საშუალებას

image


შიშის დროს გამოიყოფა არა მხოლოდ ადრენალინი, არამედ სხვა ნივთიერებებიც, მაგალითად სეროტონინი. ის ტვინს ეხმარება უფრო ეფექტურად მუშაობაში.


მაგალითად, თუ თქვენ მორბენალი ხართ და ყოველდღე ერთსა და იმავე მარშრუტს გადიხართ, მას სწრაფად ეჩვევით. მაგრამ როდესაც იპოვით ახალ ადგილს, რაც ცოტა შეგაშინებთ და საჭირო იქნება ყურადღების გამახვილება, ტვინი დაიწყებს მაქსიმალურად მუშაობს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ტვინს სჭირდება ახალი გამოწვევები.






7. შიში გვეხმარება დასახულ მიზნამდე მიღწევაში

image


არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კრონოსის სინდრომის სახელით არის ცნობილი, როდესაც ადამიანები შიშობენ, რომ ისინი შეცვლიან ვინმეს მათი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს დაკავშირებული სამუშაოთან, ურთიერთობასთან თუ ოჯახთან. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ზომიერი დოზებით, ამ შიშმა შეიძლება დაგვეხმაროს ცხოვრებაში და ასეთი შიშის გარეშე, ბევრ ჩვენგანს შეექმნება პირადი, ან პროფესიული ცხოვრების დაქვეითების საშიშროება.


როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ ვერავინ შეგვცვლის მშვიდად ვართ კიდეც. ამიტომ


შიში სინამდვილეში ენერგიაა.


image








0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0