საზოგადოება 14 რამ, რაც ახსოვს ყველას, ვინც ცხოვრობდა ინტერნეტის ეპოქამდე 18 იანვარი, 17:01 ახლა მხოლოდ ერთი პატარა მოწყობილობით შეგვიძლია გავცვალოთ შეტყობინებები უსწრაფესად, ვიყიდოთ წიგნები ან მუსიკა, ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მივიღოთ და მრავალი სხვა. როგორ ცხოვრობდა ხალხი მსოფლიო ქსელის გარეშე?
ცოტა ნოსტალგიაში ჩავიძიროთ და გავიხსენოთ, როგორ ვცხოვრობდით, სანამ ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა. ვთამაშობდით ჯადოსნურ ადგილას, რომელსაც „ქუჩა“ ერქვა, მუხლების და იდაყვების ატყავებამდე. კლასობანასა და რეზინობანას თამაშზე უფრო საინტერესო არაფერი იყო. ხეზე შტაბბინის მოწყობის გარდა. ჩვენს წარმოსახვაში მართლაც ასე გამოიყურებოდა. შეყვარებულს ვურეკავდით სახლის ტელეფონზე იმ იმედით, რომ ტელეფონს მამა არ უპასუხებდა. აუდიოკასეტებს ვყიდულობდით. კითხვებზე პასუხებს ენციკლოპედიაში ვეძებდით. საერთოდ, ბიბლიოთეკაში ხშირად დავდიოდით. შეტყობინებების ნაცვლად ერთმანეთს ჩანაწერებს ვუგზავნიდით. ერთმანეთს ნამდვილ წერილებს ვუგზავნიდით ფოსტით. წერილი გრძელი მესიჯია, მაგრამ იწერება ქაღალდზე, თუ ვინმეს დაავიწყდა. წინასწარ ვთანხმდებოდით ზუსტ დროზე და შეხვედრის ადგილზე. ტელევიზორში გადაცემებს ვდარაჯობდით, რომ არ გამოგვრჩენოდა. საყვარელ სიმღერას რადიოთი ვუკვეთავდით, შემდეგ მოუთმენლად ველოდით. „ტეტრისს“ ვთამაშობდით. „მაინსვიპერს“ ვთამაშობდით. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ის, რითაც ბავშვობაში თამაშობდით. ვის ახსოვს? 2. 16 კომიქსი, თუ რისგან "შედგება" სხვადასხვა ეროვნების ადამიანი 3. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს 4. ტესტი: რა გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხოვრებიდან? 5. 23 უცნაური რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით 6. 10 მაგარი იდეა - რა შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი ჯინსისგან უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 202 შეფასება არ არის |