x
image
Yoona
Mediator image
ტესტი: რა გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხოვრებიდან?
image

საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები ადამიანები ამ კითხვებზე პასუხს მარტივად გასცემენ. სწორი პასუხები და განმარტები ქვემოთ იხილეთ.


1.დავიწყოთ, სავარაუდოდ, ყველაზე მარტივით. რას უწოდებდნენ ავოსკას....

image


2.საბჭოთა კავშირის დროს ბევრი დღესასწაული იყო. მაგ., რას აღნიშნავდნენ 19 მაისს?

image

3.რითი არიან ცნობილი ჩელიუსკინები?

image

4.კუკრინიქსი საბჭოთა კავშირში არის:

image

5.რას ეძახდნენ ახალგაზრდული სუბკულტურის მიმდევრებს, რომელიც 40-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა და ამერიკული ცხოვრების სტანდარტად იქცა?

image

6.ვისთვის არსებობდა საბჭოთა კავშირში ცალკე გადასახადი?

image

7.რა უნდა გაგეკეთებინათ კარგი წიგნის შესაძენად?

image

8.რა ფერის იყო რძის ბოთლის თავსახური?

image


სწორი პასუხები:


1. A - დიასახლისის ჩანთა

სახელი წამოვიდა სიტყვიდან ავოსი. ის ფართოდ ცნობილი გახდა არკადი რაიკინის მონოლოგის შემდეგ, რომლის გმირი იყო ხელკეტიანი მამაკაცი ბადის ჩანთით ხელში, რომელიც ამბობდა: ეს არის ავოსკა, ავოს-კა ამით რაღაცას მოგიტან“.

2. D - პიონერების დღე

სწორედ 1922 წლის 19 მაისს შეიქმნა ლენინის სახელობის პიონერული ორგანიზაცია.

3. C - ისინი ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტს ასრულებდნენ

ჩელიუსკინები - გემი „ჩელიუსკინის“ არქტიკული რეისის მონაწილეები. 104 ადამიანმა ზამთრის ორი თვე ყინულზე გაატარა. ყველანი გადარჩნენ.

4. C - მხატვრების კოლექტივი

კუკრინიქსი - საბჭოთა კავშირის მხატვარ-გრაფიკოსების კოლექტივი, რომელშიც შედიოდნენ მიხაილ კუპრიანოვი, პორფირი კრილოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი.

5. A - სტილიაგი

ტერმინი „სტილიაგი“, რომელიც საბჭოთა კავშირის "ტედი ბოის" მიმდევრებს ასახავდა, იმდროინდელი სატირისტული ჟურნალი „ნიანგი“ იყენებდა.

6. B - უშვილოებისთვის

20-დან 50 წლამდე უშვილო მამაკაცი და 20-დან 45 წლამდე უშვილო დაქორწინებული მამაკაცი სახელმწიფოს ხელფასის 6%-ს უხდიდა.

7. D - მაკულატურა უნდა ჩაგებარებინათ

სსრკ-ში წიგნის შეძენა და სახლში ბიბლიოთეკის ქონა მოდური იყო. თუმცა კარგი გამოცემა საბჭოთა კავშირის ადამიანისთვის ოცნებად რჩებოდა, რადგან არანაკლებად დეფიციტური იყოს, ვიდრე ტანსაცმელი. და მთავრობამ, რომელმაც ხალხის „სისუსტე“ იცოდა, ასეთი რამ მოიფიქრეს. მაკულატურის (20 კგ) ჩაბარების შემთხვევაში ადამიანს წიგნის შეძენის კუპონს აძლევდნენ.

8. A - ვერცხლისფერი

ბოთლები, სადაც რძის პროდუქციას ასხამდნენ, ერთნაირი იყო, ამიტომ სწრაფი ორიენტაციის მიზნით სხვადასხვა ფერის ფოლგის თავსახურებს იყენებდნენ. მაგ., რძეზე ის იყო ვერცხლისფერი, კეფირზე მწვანე და ა.შ.

3
5450
7-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
5450
  
2019, 20 იანვარი, 10:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 ნოემბერი, 13:36
ტესტი საინტერესოა,მაგრამ ზოგიერთი ტერმინი არასწორადაა შერჩეული და როდესაც მასალაზე მუშაობ ცოტა რაღაცეები უნდა გადაამოწმო(ან უფროს თაობას დაეკითხო)საწყენად არ მიიღო...მაგალითად რა არის სტახანოვური მოძრაობის მთრგმნელი საერთოდ გაუგებარია(?!) ასეთი რა ამ არსებობდა....დამკვრელური სოციალისტური შრომის და არა "დრამერი",გტო-რუსული აბრევიატურაა და "შრომისა და თავდაცვისთვის მზადყოფნას" ნიშნავდა, "ციგანი "-იც შეცდომაა,ქართულად ბოშაა
2018, 6 ნოემბერი, 18:44
რა მახსოვს და მამაჩემის მოადგილემ ხარკოვში ცხოვრებისას სამხედრო დურბინდი, რომ მაჩუქა და იმ დურბინდით ჩემნაირ ლაწირაკებს ჩვენი კორპუსის სახურავიდან მოპირდაპირე მხარეს მდგარი აბანოს, ქალების განყოფილებას, რომ ვათვალიერებინებდი ის მახსენდება.
ცუდს ვერ ვიტყვი, კარგი ბავშვობა მქონდა სსრკ-ს ბოლო წლებში დაბადებულს.
0 1 3