შოუბიზნესი როგორ შექმნა "ორერამ" საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ვიდეოკლიპი(ვიდეო) 2024, 17 იანვარი, 11:42 ![]() 17 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა, ქართული პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ჟანრის განვითარებაში, მის სახელთანაა დაკავშირებული 1958 წელს ანსამბლ „ორერა“-ს ჩამოყალიბება, იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა. ანსამბლს დაკრული აქვს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი შესანიშნავი ჯგუფის შექმნა "ვია-75", რომელიც ქართული სცენის ფლაგმანად იქცა 70/ 80-იანი წლებში.1985 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“. დღეს გაეცნობით საბჭოთა კავშირში პირველი ბენდის მიერ შექმნილი პირველი ვიდეოკლიპის ისტორიას(თუმცა იმ პერიოდში ვიდეოკლიპი, როგორც ასეთი ტერმინი ჯერ კიდევ არ არსებობდა) "ორერა" იმხანად ერთადერთი იყო, რომელიც კაპიტალისტურ ქვეყნებში მოგზაურობდა. ამით, უპირველესად, საბჭოეთის ბიუჯეტი სარგებლობდა - იმპერიის ხაზინას მილიონები ემატებოდა, მუსიკოსებს კი სიმბოლური ჰონორარი... ![]() კანადიდან რობერტმა რამდენიმე გრამფირფიტა ჩამოიტანა. ერთ-ერთზე ფრანგული სიმღერა იყო, რომელსაც "მეფუნთუშე გოგონა" ერქვა. მან ამ სიმღერის ეკრანიზება გადაწყვიტა. გადაღებები თბილისის ცენტრში, კაფეში მიმდინარეობდა. დასკვნით ნაწილზე კი ნანი ბრეგვაძის ბინაში მუშაობდნენ. "მეფუნთუშე გოგონას" გადაღებას 3 დღე მოანდომეს. ![]() 227 3-ს მოსწონს
|