ტენდენციები ახალი "ტრენდი" – შეღებილი შინაური ცხოველები (15 ფოტო) 16 იანვარი, 9:38 შინაური ცხოველების ზოგიერთი კრეატიული მფლობელი ცდილობს მოდას არ ჩამორჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს... როგორც ამბობენ, ძაღლების მოდური ტანსაცმელი ისეთი პოპულარული აღარ არის! მაგრამ, ამ მოდას კვალდაკვალ, სხვა "ტრენდი" — ცხოველის ბეწვის შეღებვა მოჰყვა. ძაღლების პატრონები ახლა საკუთარი ცხოველების გარდასახვით არიან დაკავებულნი. ისინი მათ სხვადასხვა ფერის საღებავით ღებავენ. ყველაზე ხშირად კი, გარეული ცხოველების სტილს ირჩევენ. კანადური კომპანია OPAWZ საღებავებს და შინაური ცხოველების მოვლის საშუალებებს აწარმოებს, რომლებიც ტოქსიკური არ არის მათი ორგანიზმისთვის. კომპანიის ვებსაიტზე განთავსებულია ძაღლების ფოტოების მთელი გალერეა, რომლებიც გრუმერებმა, უსაფრთხო საღებავების გამოყენებით, შეღებეს. აქ კი, იმ ძაღლების ფოტოებს გთავაზობთ, რომლის პატრონებმა, საკუთარ ცხოველებს, "გალამაზების" შემდეგ გადაუღეს. მელაკუდა ვეფხვი "საახალწლო კანფეტი" მინი–ჟირაფი ყველაზე მოდური ძაღლი უბანში "ბინტურონგი" მეტად უცნაური ლეოპარდი შავ-თეთრი ძაღლი ფერებში "ცისარტყელა" ასეთი თავყრილობა ზოოპარკში და ველურ ბუნებაში შეუძლებელია, მაგრამ აქ... ეს კი – "შველია" ამ შემთხვევაში, ეტყობა, პატრონმა სტილი ვერ შეარჩია... "ზებრა–პუდელი" ესეც ლეოპარდია, ოღონდ დიდი ლაქებით მინი–პანდა სახლისთვის სხვა სიახლეები:* ყველაზე წარმოუდგენელი ოპტიკური ილუზიები (25 ფოტო)* ამ ფოტოებზე რა ხდება?* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად210 1-ს მოსწონს
|