პარამეცნიერებები ექსპერტების თქმით, პერუში აღმოჩენილი "უცხოპლანეტელები" სინამდვილეში ძვლებისგან დამზადებული თოჯინებია 14 იანვარი, 4:57 ფლავიო ესტრადა, სასამართლო არქეოლოგი პერუს იურიდიული მედიცინის ინსტიტუტიდან საუბრობს და ხელში უჭირავს "ამოუცნობი სხეული" '/ ლიმა, პერუ, 2024 წლის 12 იანვარი / ფოტო: REUTERSპერუში, ნასკას ხაზებთან აღმოჩენილი "უცხოპლანეტელის" ფიგურები, რომლის ფოტოებიც გასულ წელს გავრცელდა ინტერნეტში, სინამდვილეში ხელოვნურად გაკეთებული თოჯინები აღმოჩნდნენ. ეს დასკვნა გააკეთეს პერუს სასამართლო ექპსერტებმა და არქეოლოგებმა ობიექტის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ. მექსიკის კონგრესმა 2023 წლის 12 სექტემბერს მოისმინა ხაიმე მაუსანის ჩვენება უცხოპლანეტელებზე და უცხოპლანეტელების არსებობაზე, მან ორი ყუთი შეიტანა კონგრესზე, რაშიც ეს საგნები იყო მოთავსებულიპერუს პროკურატურის ექსპერტებმა გააანალიზეს ამოღებული თოჯინები და სასამართლო არქეოლოგმა ფლავიო ესტრადამ პარასკევს, 12 იანვარს წარმოადგინა მათი შესწავლის შედეგები პერუს კულტურის სამინისტროს პრესკონფერენციაზე. მათ დაადგინეს, რომ ეს იყო ცხოველის, ფრინველის და ადამიანის ძვლებისაგან შექმნილი თოჯინა, რომლის ასაწყობად გამოიყენეს სინთეთიკური წებო. "ისინი არ არიან უცხოპლანეტელები, ისინი არ არიან არამიწიერები, ისინი არ არიან ახალი სახეობებისანი, ისინი არ არიან ჰიბრიდები, ისინი არ არიან არცერთი იმ სახეობათაგანი, რომელთა წარმოჩენასაც ცდილობს ექვსი წელია ფსევდომეცნიერთა ეს ჯგუფი" - თქვა ესტრადამ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით ეს ყალბი არტეფაქტები ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნითაა დამზადებული. უცნობია ამ თოჯინების მფლობელის ვინაობა. ისინი გასულ წელს მექსიკის საბაჟო პუნქტზე ამოიღეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნივთები მექსიკის მოქალაქეს უნდა მიეღო. მექსიკელი ჟურნალისტი და თვითნასწავლი უფოლოგი ხაიმე მაუსანი ამტკიცებდა, რომ საბაჟოზე აღმოჩენილი ობიქეტები ნამდვილად უცხოპლანეტელები არიან და ისინი 700 წელზე მეტი ხნისანი არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაუსანი 2017 წელსაც საუბრობდა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე არიან და რომ სამყაროში მარტონი არ ვართ. 85 შეფასება არ არის
|