ხომ არსებობს მსახიობების დინასტიები, მაგალითად, დუგლასის ან ისტვუდის ოჯახი. და არიან ცნობილი მსახიობები და მსახიობები, რომელთა ნათესაობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა:
1. ჯულია რობერტსი და ემა რობერტსი- მსახიობები ერთმანეთისთვის დეიდა და დისშვილი არიან.
2. კრისტოფერ ლოიდი და სემ ლოიდი- მსახიობები ერთმანეთის ბიძა და ძმისშვილი არიან სემ ლოიდი ცნობილია თავისი როლებით სერიალებში სასოწარკვეთილი დიასახლისები (2004−2005) და კლინიკა(2009). კრისტოფერ ლოიდს კი ალბათ, ყველა იცნობს ფილმიდან “უკან მომავალში"
3. ჯანეტ ლი და ჯეიმი ლი კერტისი-დედა და ქალიშვილი ცნობილი არიან თავიანთი როლებით საშინელებათა ფილმებში: ჯანეტ ლიმ ითამაშა მთავარი როლი ფილმში Psycho (1960), ჯეიმი კი ცნობილია ჰელოუინის ფილმების სერიით.
4. ფილ კოლინზი და ლილი კოლინზი-მამა, როკ-ჯგუფ Genesis-ის სოლისტი და მისი ქალიშვილი, რომელიც ცნობილია სერიალში "ემილი პარიზში" (2020) შესრულებული როლით.
5. პრინცი ჩარლზი (კარლ III) და რალფ ფაინსი-დიდი ბრიტანეთის მეფე და ვოლდემორის როლის შემსრულებელი მსახიობი მერვე თაობის ბიძაშვილები არიან.
6. ლეა ტომპსონი და ზოი დოიჩი- “უკან მომავალში"-ს ვარსკვლავი ლეა ტომპსონი ზოი დოიჩის დედაა.
7. ბრენდან გლისონი და დომნალ გლისონი-მამა და შვილი წარმატებული ირლანდიელი მსახიობები არიან და ორივე ცნობილია ჰარი პოტერის ფილმების სერიაში შესრულებული როლებით. ბრენდან გლისონმა მრისხანთვალა მუდის როლი შეასრულა, ხოლო დომნალ გლისონმა ბილ უისლის როლი მოირგო. დონალმა ასევე შეასრულა გენერალ არმიტაჟ ჰაქსის სამახსოვრო როლი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზში.
8. მადსი და ლარს მიკელსენები-ლარსი, რომელმაც ვიქტორ პეტროვის როლი შეასრულა სერიალში „ბანქოს სახლი“ (2013−2018), მადსის უფროსი ძმაა, მას კი ალბათ წარდგენა არ სჭირდება.