x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვენ აგერ სამ წამში დავხოცავთ ერთმანეთს, რომ მიგვიშვან…"-ლალი მოროშკინა
image

"გიკვირთ სატანა ორ ქრისტიან ძმას,

უკრაინელს და რუსს რომ ერთმანეთს ახოცინებს?

მსხვერპლი მილიონს გასცდა.




ჩვენ? ჩვენ აგერ სამ წამში დავხოცავთ ერთმანეთს, რომ მიგვიშვან...

ალბათ მალე მიგვიშვებენ კიდეც, ეს მხოლოდ ჟურნალია...

და მაინც არ გვინდა ტვინის ჩართვა, ვის ინტერესშია ქართველთა მუდმივი ქიშპობა?



მტერი ვერას დაგვაკლებს, თუ თავად არ გადავიჭამეთ თავები"-წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, კონფლიქტოლოგი და ბიზნესვუმენი ლალი მოროშკინა.



თითქოსდა მოროშკინას პოსტის გაგრძელებააო, აი რას წერს ანალიტიკოსი, პარტია "ხალხის ძალის " წევრი დავით ქარველიშვილი.


3 მილიონ 700 ათასში მეგულება 700 ათასამდე ეთნიკური უმცირესობა. დანარჩენ 3 მილიონში: სტალინისტები (კომუნისტები), პირველი პრეზიდენტის მიმდევრები, ნაცსექტანტები, ქ/ოცნებისტები, ვაქსერები, ანტივაქსერები, "საშობაო დეკაბრისტები", ათეისტები, სატანისტები, მრევლი, "ელგებეტისტები", "რასკოლნიკები", "ენჯეოშნიკები", "შინევროპელები", "უკანრუსეთუმები", კონსერვატორები და ა.შ. "ამისთანა ნიჭიერი კიდევ არის სადმე ერი"? რა პოლარიზაციის დაძლევა? ამ უამრავ დაპირისპირებულ მხარეებს შორის? რა საერთო ფასეულობების ირგვლივ? წარმატებები!"-წერს თავით ქართველიშვილი.

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0